ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონია თსუ-ში

12 ივლისი, 2013
12 ივლისს თსუ-ში  საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეცამეტე ჯგუფის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ჯგუფი 19 ინგლისური ენის მასწავლებელისა და 11 ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისისგან შედგება, რომელთაც წარმატებით დაასრულეს თერთმეტკვირიანი წინასამსახურეობრივი ტრეინინგი ქართული ენის, კოლტურის, ჯანდაცვის და უსაფრთხოების საკითხებსა და პროფესიულ უნარ-ჩვევებში.
მოხალისეთა საქართველოში ადაპტაციის მიზნით, ტრეინინგის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ხაშურში ქართულ მასპინძელ ოჯახებში. მოხალისეები ინგლისურის სწავლების და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმუშავებენ საქართველოს 10 რეგიონში: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო-ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.
ფიცის დადების  ცერემონიას   აშშ-ს საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მშვიდობის კორპუსის სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, აგრეთვე რეგიონული და ადგილობრივი თანამდებობის პირები, მასპინძელი ოჯახები, მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები და მოხალისეები ესწრებოდნენ.
სხვა სტატიები »