ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXIV საერთაშორისო გაფართოებული სხდომები

თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXIV საერთაშორისო გაფართოებული სხდომები
18 სექტემბერი, 2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXIV საერთაშორისო გაფართოებული სხდომები 2020 წლის 16-19 სექტემბერს დისტანციურად ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით ტარდება. 
სემინარზე დარეგისტრირდა 114 მონაწილე, მათ შორის 102  ჩვენი ქვეყნის წამყვანი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებიდან, სახელდობრ, თსუ-დან - 65, მათ შორის ი.ვეკუას გმი-ის  35  და ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის 6 მეცნიერი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის 24 აკადემიური თანამშრომელი, სტუ-დან -- 22, მათ შორის ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის  2  მეცნიერი და სხვადასხვა ფაკულტეტის 20 აკადემიური თანამშრომელი, სოხუმის უნივერსიტეტის 6 მეცნიერი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (KIU) 4 მეცნიერი, ილიაუნიდან, ქუთაისის ა. წერეთელის უნივერსიტეტიდან, საქართველოს უნივერსიტეტიდან ორ-ორი მეცნიერი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან თითო მეცნიერი, უცხოეთიდან კი 12 მეცნიერი (4 იტალიიდან, 2 რუსეთიდან, თითო მონიწილე ავსტრიიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან და საფრანგეთიდან). 
16 სექტემბერს, სხდომების გახსნის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე მოსმენილი იქნება 3 მოხსენება. 17-19 სექტემბერს იმუშავებს 10 სექცია, რომლებზეც დაგეგმილია 81 მოხსენების მოსმენა (იხილეთ თანდართული პროგრამა).
სხვა სტატიები »