ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში“

27 აგვისტო, 2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ERASMUS+ ინსტიტუციური თანამშრომლობის - CBHE 2020 პროექტების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტების განხორციელებას თსუ  2021 წლის იანვრიდან დაიწყებს. 
გამარჯვებულ პროექტებს შორისაა „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში“  (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs (DITECH) - (DITECH), რომელსაც თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი   განახორციელებს. პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება  საქართველოს უსდ-ებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. 
პროექტი ფარგლებში დაგეგმილია ახალი ინოვაციური პროგრამების შექმნა და ტრენინგები აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასაუმჯობესებლად, ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაციას , მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით. 
პროექტის კონკრეტული მიზნებია: 
ახალი ონლაინ/შერეული კურსების შექმნა საქართველოს უსდ-ების საბაკალავრო და სამაგისგტრო პროგრამებისთვის;
საქართველოს უსდ-ების პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითრებისა და ონლაინ ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსების/ტრენინგ მოდულების შემუშავება; ტრენინგების ჩატარება ონლაინ და/ან შერეული ფორმით;
საქართველოს უსდ-ებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა ონლაინ სწავლება- სწავლისთვის;
საუკეთესო პრაქტიკის დისემინაცია ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე ონლაინ პლატფორმის, მოქმედი მასწავლებლების ტრენინგებისა და ეროვნული კონფერენციის საშუალებით.
ERASMUS+ -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები.
 პროექტის მონაწილე საქართველოს უნივერსიტეტებისთვის უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება-სწავლის და ინოვაციური სტრატეგიების განვითარება და დანერგვა უმაღლესი განათლების ინსტიტუციური განვითარებისთვის, ციფრულ გარემოში სწავლა-სწავლებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად.

სხვა სტატიები »