ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

რექტორის სტიპენდიატი

რექტორის სტიპენდიატი
21 სექტემბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიატი მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის მე-5 ადგილის მფლობელი ალექსანდრე საათაშვილი გახდა, რომელიც  წელს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულებაზე ჩაირიცხა. ალექსანდრე კუთვნილ სტიპენდიას 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებს.

სტიპენდიატის თქმით, ის ფაქტი რომ რექტორი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობაც რექტორის სტიპენტიატის სტატუსის ტარება ერთი წლის განმავლობაში“.

მათემატიკა არის მეცნიერების დარგი, რომელიც  მისთვის საიტერესოა, როგორც პრობლემების გადაწყვეტის უნივერსალური შესაძლებლობა. ამბობს, რომ რაც უფრო რთულია პრობლემა, მით უფრო საინტერესოა. სურს, რომ მათემატიკისადმი ინტერესი და ცოდნა განავითაროს და გაიღრმაოს, სწორედ ამიტომ შეაჩერა არჩევანი თსუ-ზე, რადგან ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ყველაზე დიდ შესაძლებლობას ეს უნივერსიტეტი იძლევა“.

„თსუ ავირჩიე, იმიტომ, რომ ვფიქრობ უკონკურენტოა მათემატიკის მიმართულებით. მე პირადად ვიცნობ მათემატიკოსებს-უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებიც ჩემი მასწავლებლები იყვნენ და იმედია იქნებიან მომავალშიც. ისინი არიან ძალიან საინტერესო და ძლიერი მათემატიკოსები, მე მათთან ურთიერთობამ ბევრი მომცა.

ვფიქრობ უნივერსიტეტში მექნება შესაძლებლობა მივიღო  საკმარისი საბაზისო ცოდნა, რაც დამეხმარება  უკეთ განვსაზღვრო ჩემთვის საინტერესო სამუშაო მიმართულება.“




სხვა სტატიები »