ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

„წარმატებული სტუდენტების წახალისება“

„წარმატებული სტუდენტების წახალისება“
9 ივნისი, 2017
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „წარმატებული სტუდენტების წახალისება“ ფარგლებში, 145 წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 62 სტუდენტია.

წარჩინებული მაგისტრანტებს მერიის სტიპენდია და წარჩინების სერტიფიკატი გადაეცათ.

პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და განათლების ხელშეწყობა.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია -ფრიადი).
სხვა სტატიები »