დასაქმების ფორუმი - რეალური შანსი სტუდენტებისთვის
25 მაისი, 2016
თამთა ჭრიკიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, რამდენიმე დღის წინ მას თავდაცვის სამინისტროდან დაურეკეს და სამინისტროში პრაქტიკის გავლა შესთავაზეს. ის მრავალ აპლიკანტში შერჩეულ ორ სტუდენტს შორის მოხვდა.
თამთამ თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა და თავისი რეზიუმე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დაუტოვა. რეზიუმეს დატოვებიდან ერთ საათში კი სამინისტროს წარმომადგენლებმა გასაუბრებაზე დაიბარეს.
თამთა ჭრიკიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, ძირითადი სპეციალობა პოლიტიკის მეცნიერება:
„დასაქმების ფორუმის შე¬სახებ სოციალური ქსელის საშუალებით შევიტყვე. ვნახე, რომ ფორუმზე წარმოდგენილნი იქნებოდნენ, როგორც კერძო კომპანიები, ისე საჯარო უწყებები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით დამაინტერესა სამინისტროების წარმომადგენლობამ, ვინაიდან, საკმაოდ რთულია საჯარო სექტორში კარიერის დაწყება, დასაქმების ფორუმი კი ამის რეალურ შანსს იძლეოდა.
ფორუმი საკმაოდ საინტერესოდ იყო ორგანიზებული. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა სივრცეები ერთმანეთისგან გამიჯნული იყო. დამსაქმებელთან ურთიერთობა სასიამოვნოდ წარიმართა, ვინაიდან ისინი გვაცნობდნენ მათ პირობებს, ჩვენს სამომავლო პერსპექტივებს და ერთდაერთი, რაც სტუდენტებს დაგვრჩენოდა, იყო რეზიუმეს ჩაბარება ან, როგორც რამდენიმე სამინისტრომ გვირჩია, ჰრ.გოვ.გე–ზე დარეგისტრირება და სასურველი აპლიკაციის ონლაინ შევსება. შესაბამისად, სასიხარულო იყო ის ფაქტი, სტუდენტების დამსაქმებლებთან მისვლის ნაცვლად, ამდენი დამსაქმებელი მოვიდა ჩვენთან შემოთავაზებების გასაცნობად.
იმ დღიდან, როდესაც დასაქმების ფორუმის შესახებ გავიგე, ძირითადად საჯარო სექტორზე ვიყავი კონცენტრირებული. რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენელმა გვირჩია, რომ ჩV-ის დატოვება არ იყო საჭირო და ელექტრონულად შეგვეძლო მათ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე დარეგისტრირება. შესაბამისად, ჩემი რეზიუმე მხოლოდ ორი სამინისტროს წარმომადგენლობასთან – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთან დავტოვე. ფორუმის დატოვებიდან ერთ საათში დამიკავშირდნენ თავდაცვის სამინისტროდან და მთხოვეს გასაუბრებაზე მისვლა.
თავდაცვის სამინისტრომ სულ ექვსი სტუდენტი აარჩია, საიდანაც, გასაუბრების შემდეგ პრაქტიკის გასავლელად უნდა დარჩენილიყო ორი სტუდენტი, ერთ–ერთი კი აღმოვჩნდი მე. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის საჯარო სექტორში გამოცდილების მიღება, მით უმეტეს, სტუდენტისათვის, თუმ¬ცა დასაქმების ფორუმის საშუალებით ნამდვილად გამიმართლა. ამჟამად ვაგროვებ საჭირო დოკუმენტაციას და მალე დავიწყებ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
სასარგებლო და მასტიმულირებელია ასეთი ფო¬რუმების მოწყობა, ვინაიდან აშკარაა, რომ ამ ღონისძიებას აქვს შედეგი და რეალურად საქმდებიან სტუდენტები. შესაბამისად, ვისურვებდი, შესაძლებლობების ფარგლებში, ხშირად გაიმართოს ასეთი ღონისძიებები და ბევრ სტუდენტს მიეცეს გამოცდილების მიღების საშუალება.
ჩვენს უნივერსიტეტს ნამ¬დვილად ჰყავს ისეთი სტუდენტები, რომლებიც ნებისმიერ პოზიციაზე საუკეთესოდ გამოავლენენ თავს.“
ფორუმზე წარმოდგენილმა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიები გააცნეს, ესაუბრნენ ორგანიზაციების საკადრო პოლიტიკაზე, მისცეს რჩევები და რეკომენდაციები პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისით. ორგანიზატორების თქმით, ფორუმი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე კვლავ გაიმართება.
ხათუნა ცხადაძე სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი :
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტებში ხშირად ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, დამსაქმებლებს ვიწვევთ, რომ დაესწრონ ფორუმს, ჰქონდეთ თავიანთი სტენდი და შეხვდნენ სხვადასხვა სტუდენტს და მეორე მხრივ, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, რომ გარდა ყოველდღღიური საქმიანობისა და იმ სერვისებისა, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობთ, მოვიდნენ და სასურველ კომპანიებს, რომლებიც არიან წარმოდგენილი, პირისპირ დაანახონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
დამსაქმებელთა უმეტესობა დიდი ინტერესით ჩაერთო ფორუმში. საბანკო და სადაზღვევო სფერო იყო ყველაზე მეტად აქტიური.
უშუალოდ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პროცესში მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ყველა სხვა საშუალებასთან ერთად, საერთაშორისო სავაჭრო პალატას, ამერიკის სავაჭრო პალატასა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას ფორუმის შესახებ ინფორმაცია გავუგზავნეთ. ვთხოვეთ, რომ იგი ვებსაიტზე დაედოთ, ან მეილზე გაევრცელებინათ თავიანთ ასოცირებულ წევრ კომპანიებთან.
გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეისბუქზე სტუდენტებს ვთხოვეთ, რომ მოეწერათ, ან კომენტარებში დაეწერათ მათთვის საინტერესო კომპანიების შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ ასობით კომენტარით ერთიანი სია შევქმენით და ამ კომპანიებსაც დავუკავშირდით. ზოგიერთმა მათგანმა არ გამოთქვა სურვილი იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ დროს სტუდენტებისთვის შემოთავაზებები არ ჰქონდათ.
სამინისტროებიც და საჯარო დამსაქმებლებიც, რომელთა დასაქმების ფორუმზე მოწვევა საკმაოდ რთულია, მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი ჩვენს ფორუმზე. მიხარია, რომ თვისობრივად სწორედ ეს იყო ჩვენი დასაქმების ფორუმის ძირითადი, განმასხვავებელი ნიშანი.
ფორუმის დღეს სტუდენტების მხრიდან აქტიურობის თაობაზე ცოტა ვღელავდი. ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია ფეისბუქზე, გავუგზავნეთ ყველა სტუდენტს და კურსდამთავრებულს მეილზე, გავუგზავნეთ sms.tsu-ზეც და ტელეფონის ნომრებზეც. იყო ინტენსიური მოძრაობა, ნაკადი არ შეწყვეტილა, მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან პასიურობენ სტუდენტები. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ვისაც აინტერესებდა და ვისაც უნდოდა, ყველა იყო და მოახერხა მოსვლა და გასაუბრება.
სასწავლო დღეს ჩატარდა ეს ღონისძიება და შესაბამისად, იყვნენ სტუდენტები, რომელთაც ვერ მოახერხეს მოსვლა, ან მოვიდნენ და დამსაქმებელი კომპანიები უკვე წასული დახვდათ. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ, რომ გადმოეგზავნათ CV და ჩვენც გავუგზავნიდით ინდივიდუალურად მათ სასურველ კომპანიებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროექტის შემდგომი პერიოდიც ეფექტიანი იყოს.“ – აღნიშნა მან.