ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ახალ სასტიპენდიო პროგრამას

განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ახალ სასტიპენდიო პროგრამას
3 ივნისი, 2016
განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამას - „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“ - აცხადებს.

3 ივნისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (მისამართი: ივ. მაჩაბლის ქ. N13), კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროგრამის მიზნებსა და საკონკურსო პირობებს გააცნობენ. დასწრება თავისუფალია.

►სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას.
►დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით.
►დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ - https://app.iec.gov.ge/
სხვა სტატიები »