განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს
25 აპრილი, 2016
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.
განაცხადების წარმოდგენის ვადაა - 26 აპრილიდან - 27 მაისის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.
კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის პირად გასაუბრებას გულისხმობს. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ ( https://app.iec.gov.ge/ ).
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.
ინფორმაციის სრულად სანახავად გადადით ბმულზე