ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში

ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში
2 აპრილი, 2016
ორ აპრილს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის (IX-XII  კლასები) დაიწყო ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში.   

2 აპრილს ჩატარდა ოლიმპიადის I ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 127 გუნდმა საქართველოს 28 რაიონიდან. საკონკურსო 15 ამოცანა (1 ამოცანა - 1 ქულა) დაიყო სამ ჯგუფად სირთულის  მიხედვით – შედარებით მარტივი, საშუალო და რთული. II ტურში გადავიდა 68 გუნდი 40% და მეტი ქულით. II ტური გაიმართა 16 აპრილს დისტანციურად.ფინალი  23 აპრილს თსუ-ში, ელექტრონული ფორმით გაიმართა.    გამარჯვებულის   დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გამარჯვებულებს ელით SDSU-საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები.   

ელექტრონული ოლიმპიადა ტარდება ტემპუსის პროექტის-ARMAZEG-ის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული სწავლების ცენტრის მიერ. ოლიმპიადის  მომზადებაში ჩართულია SDSU-საქართველოს სტუდენტთა ჯგუფი.


სხვა სტატიები »