ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საუკეთესო სტატიის შესარჩევად

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საუკეთესო სტატიის შესარჩევად
20 აპრილი, 2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საუკეთესო სტატიის შესარჩევად თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა"

კონკურსი იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გამარჯვებული ნაშრომის ავტორი გამოვლინდება 20 მაისს, საუკეთესო 10 სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.




სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი.


გთხოვთ, საკონკურსო მასალები გამოაგზავნოთ სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში:
ელექტრონული ფოსტა: academy@mof.ge
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #10
ტელეფონი: 2261026

სტატიის მომზადების პირობები:
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 11
გვერდების რაოდენობა: მაქსიმუმ 6

დაინტერესებულმა პირებმა, ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ:
სტუდენტის ბარათის ასლი
ტელეფონის ნომერი
ელექტრონული ფოსტის მისამართი

სხვა სტატიები »