ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიები

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიები
14 აპრილი, 2016
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს თსუ მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.fh-kiel.de/
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი):
სოციოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en
იოანინას უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
განათლების მეცნიერებები, მასობრივი კომუნიკაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე
http://www.uoi.gr/en/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2015 წლის 15 ოქტომბერი და 17 ნოემბერი, 2016 წლის 2 მარტი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი ან/და ენის საერთაშორისო სერთიფიკატი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
პასპორტის ასლი

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:

გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 3 მაისის 12 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (MA) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტები პრიორიტეტების მიხედვით):

შენიშვნა:
დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!
გასაუბრებები კილის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის სტიპენდიების მოსაპოვებლად გაიმართება დამოუკიდებლად!
სხვა სტატიები »