ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია - „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია - „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”
28 მარტი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DWA), იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში „ მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია გაიმართება თბილისში, 3 და 4 ივნისს, 2016 წ.

კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:
• ადამიანის უფლებები და მედია;
• ჟურნალისტის უფლებები;
• სასამართლო და მედია;
• მედია ეთიკა და თვითრეგულირება;
• დანაშაული და მედია;
• სენსაცია და ადამიანის უფლებები;
• არჩევნები და მედია;
• გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში;
• გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე;
• ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის;
• საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი და რეგულაცია;
• გასართობი მედია და ადამიანის უფლებები;
• კერძო უფლებები vs პრესის თავისუფლება;
• სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები და სხვა.

კონფერენცია ინტერდისციპლინურია. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ტრანსპორტი და დაბინავება უზრუნველყოფს DWA.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე: mediaruledwtsu@gmail.com

• მოხსენების თეზისი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
• სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი; გამოგზავნილი თეზისის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებისთვის აპრილის თვეში გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში)
ტელ.: 558 49 95 87
ელ.ფოსტა: amalia.oganjanyan@dw.de.

სხვა სტატიები »