ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიები ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში

ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიები ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში
18 მარტი, 2016

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებული თსუ-ს ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია)

 http://www.uclouvain.be/index.html





სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 7 აპრილის 14 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული დასტური)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:

სამი თვე (2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:

ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება

შენიშვნა:
  • დამამთავრებელ კურსზე მყოფმა აპლიკანტებმა სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელ ცნობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი (ფაკულტეტის მიერ გაცემული), რომელიც დაადასტურებს, რომ მათ კიდევ სჭირდებათ მინიმუმ ორი სემესტრის დამატება სადოქტორო ნაშრომის დაცვამდე.
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
  • არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!

სხვა სტატიები »