ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გაცვლითი პროგრამები ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გაცვლითი პროგრამები ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის
1 მარტი, 2016
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების ბაკალავრიატის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ 2016-2017 აკადემიური წლისათვის გამოყოფილ ერთსემესტრიან, ინგლისურენოვან გაცვლით პროგრამაზე სასწავლებლად.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ ვისაც 2016 წლის 1 მარტისთვის ექნებათ არანაკლებ 30 და არაუმეტეს 165 კრედიტისა.

იხილეთ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები და გთხოვთ, შეარჩიოთ თსუ-ს საბაკალავრო პროგრამასთან თავსებადი პროგრამა.
  • Aeronautics & Space Science and Technology;
  • Chemistry;
  • Chemical Engineering and Technology;
  • Computer Science and Technology;
  • Control Science and Technology;
  • Electronics Science and Technology;
  • Information and Communication Engineering;
  • Law;
  • Mechanical Engineering;
  • Software Engineering;
  • Theoretical Economics (Economics and Finance) Program.

მიმღები ინსტიტუტი სთავაზობს უფასო სწავლას, ყველა სხვა ხარჯი (საერთაშორისო გადაადგილების, სავიზო მოსაკრებელი, დაზღვევა, კვება, სტუდენტური საცხოვრებელი; სასწავლო მასალები, რეგისტრაციის მოსაკრებელი) სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მე-2 კორპუსი, ოთახი # 204).

  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფაკულტეტიდან;
  • პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • აკადემიური რეზიუმე Europass ფორმატში (ინგლისურად);
  • მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა, font: times new roman, spacing: 1.5, margins: 2.5cm);
  • ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით;
  • 1აკადემიური რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ერთი ბიომეტრული ფოტო;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკაცის ასლი: TOEFL (მინიმალური ქულა 79 IBT) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 6).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რომელთაც არა აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკატი, უნდა დაწერონ თსუ საგამოცდო და ენების ცენტრების მიერ ორგანიზებული ინსტიტუციური (B2 დონის) ტესტი. (ტესტირების ჩატარების ზუსტი თარიღი და დრო ელექტრონულად ეცნობება კონკურსზე დარეგისტრირებულ ყველა სტუდენტს).

ყველა აპლიკანტი (მათ შორის ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ენის ცოდნის მინიმალურ ზღვარს), მოწვეული იქნებიან შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის მარტის თვეში. (გასაუბრების ზუსტი თარიღი, დრო და ადგილი კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტორნულ ფოსტაზე).

სააპლიკაციო პაკეტი მიიღება 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, წერილობით დაუკავშირდით ლელა კაცაძეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lela.katsadze@tsu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ფაილები: დანართი1; დანართი 2.

შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება!
სხვა სტატიები »