ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-სა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს (UCD) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

თსუ-სა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს (UCD) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
26 ივნისი, 2015
25 ივნისს, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში, კოლეჯის პრეზიდენტმა ენდრიუ დიკსმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯსა (UCD) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ღონისძიებას ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულს გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდა.  დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მიერ.

მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას და გაცვლითი პროგრამების შემოღებას როგორც სტუდენტებისა და მკვლევრების, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის.

ამავე დღეს კოლეჯის პრეზიდენტმა ენდრიუ დიკსმა და ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის სერთიფიკატს და დაადასტურეს სტუდენტთა მობილობის  ხელშეწყობისათვის მზაობა.

"თსუ-სა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება არის  მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. სასიხარულოა, რომ ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლონ ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, შეიძინონ ცოდნა და ღირებული გამოცდილება, რაც მათი მომავალი წარმატების გარანტი იქნება" - განაცხადა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.

სხვა სტატიები »