ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ინტერვიუ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, დოქტორ ალან სვიდლერთან

ინტერვიუ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, დოქტორ ალან სვიდლერთან
29 აპრილი, 2015
2015 წლიდან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ამერიკული   განათლება და ამერიკული დიპლომი საქართველოში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ტექნიკურ და ილიას უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს უმაღლესი კომპონენტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე  საბაკალავრო პროგრამებს  საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში.

გთავაზობთ ინტერვიუს  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორთან,  მეცნიერებათა დოქტორ, ალან სვიდლერთან.

- ბატონო ალან, საქართველოს სტუდენტებს მიეცათ უნიკალური შანსი წლევანდელი წლიდან  სან დიეგოს უნივერსიტეტის ლექტორების მსმენელები გახდნენ და ქართულ დიპლომთან ერთად სან დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომიც მიიღონ. ამერიკული დიპლომის მიღების შანსის გარდა   რითია სან-დიეგოს უნივერსიტეტის განათლება გამორჩეული?
 - ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ამ პროგრამის მეშვეობით სტუდენტები შეიძენენ საერთაშრისო დონეზე აღიარებული აშშ-ში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის დიპლომია.  იმ ახალგაზრდებს, რომლებიც  ჩვენს პროგრამებს გაივლიან  საშუალება  მიეცემათ უპირატესობა იქონიონ სამსახურის მოძიების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტექნიკური მეცნიერების, ინჟინერიის განხრით. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებებში, მაგრამ  ჩვენი  პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სან დიეგოს უნივერსიტეტის სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების,  ლაბორატორიები შესაძლებლობებით. აღვნიშნავ,  ისინი  ინსტრუქციებს მსოფლიოში საუკეთესო პროფესორებისგან, ცნობილი ექსპერტებისგან მიიღებენ, გარდა ამისა შესაძლებლობა ექნებათ ჩამოვიდნენ სან დიეგოში და გაატარონ ერთი სემესტრი ან ერთი წელი იქაურ უნივერსიტეტში.

- იქნებით თუ არა ქართველი სტუდენტების ლექტორებს შორის თქვენც?
- დიახ, როგორ არა. ამ ზაფხულიდან გვექნება ვორქშოფი პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლებისთვის. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის.  ინტენსიური ვორქშოფი გულისხმობს ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენელთა ვიზიტისას, სამი დღის განმავლობაში სემინარებსა და ლექციებს ნანო ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის საკითხებზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ გავარკვიოთ, თუ კერძოდ რა საკითხებზე და სფეროებშია ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი.  იმედი გვაქვს, რომ შევიმუშავებთ ახალ კვლევით პროგრამებს, რომელიც სარგებლობას მოუტანს საქართველოსაც და სან დიეგოსაც. საქმე ეხება ჩვენს პროგრამაში მონაწილე სტუდენტების კვლევაში ჩართვის შესაძლებლობას, რისი საშუალებაც, ჩვენგან განსხვავებით, უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობაში არ არსებობს.

- თუ შეიძლება იმ  თემის ან თემების გამოყოფა, რომლის კვლევითაც შეიძლება დაინტერესებულიყავით კავკასიის რეგიონში ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობით?   მაგალითად გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ენერგოდერეფნის ნაწილი ვართ.
- ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველი და ამერიკელი მეცნიერების ერთობლივი კვლევების შესაძლებლობა იქნება, რადგან ერთობლივ ინტერესთა დიდი სფერო გვაქვს. პროფესორთა ნაწილი საქართველოდან უკვე ჩამოვიდა სან დიეგოში და ერთმანეთს ვეცნობით. ენერგო დერეფნის  და ტრანზტის ფუნქციის გარდა თქვენ კიდევ ბევრი სხვა ფუნქცია და პოტენციალი გაქვთ. მათ შორის არის ქარის და მზის ენერგიებიც, როგორც ვიცი ამ საკითხზე  ქართველი მეცნიერების მიერ ძალზე საინტერესო სამუშაოები არის ჩატარებული. მათ განსახორციელებლად, იმისათვის, რომ ისინი უფრო თანამედროვე და ეფექტიანი გახდნენ, ამ საკითხზე მომუშავე სპეციალურად დატრენინგებულ მეცნიერ-ინჟინერთა გუნდია საჭირო, რაც ჩვენი მონაწილეობით განხორციელდება.

- თქვენ ამ დღეებში გამართეთ საჯარო ლექციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა:  „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ თემების გააზრება ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?  

- მნიშვნელობა არა აქვს რამდენად მცირეა ქვეყანა. შესაძლოა საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას მსოფლიო თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ აქვს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია თუნდაც ბუნებრივი გაზსადენის, ნავთობსადენის მხრივ. საქართველოს აქვს ბუნებრივი ენერგიები, მზის და ქარის ენერგია და, შესაბამისად, პოტენციალიც გახდეს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშნელოვანი. ასე რომ, პირდაპირი კავშირი არსებობს ენერგიასა და ახალ ტექნოლოგიებს შორის.  ფაქტია, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას მოახდენს მთელს მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზეც. ეს ცვლილებები  გარკვეულწილად უკავშირდება ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. 

- სან-დიეგოს უნივერსიტეტი სტუდენტებს ძირითადად ტექნიკურ მეცნიერებებს სთავაზობს. საქართველოში დღემდე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებად მაინც ჰუმანიტარული პროფესიები რჩება - იურისპრუდენცია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები. ხშირად იმიტომ, რომ ზუსტი მეცნიერებები ახალგაზრდებს აშინებთ. რას ეტყოდით მომავალ სტუდენტებს ამის თაობაზე?  
- ჰუმანიტარული მეცნიერების პოპულარობა შესაძლოა მომავალში წარმავალი იყოს, რადგან ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება შესაბამისი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ბაზისის გარეშე. ნებისმიერ ინდუსტრულ საზოგადოებას ევროპასა და აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში აქვს ძალზე ძლიერი სამეცნიერო კომპონენტი ტექნიკურ მეცნიერებებში. ბიზნესი და ეკონომიკა არ გექნება თუ არ გაქვს ინდუსტრია, ტექნოლოგიური ბაზისი.
სან დიეგოს უნივერსიტეტი საკმაოდ ინტერნაციონალური უნივერსიტეტია. საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან და ვმუშაობთ. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები უშუალოდ ადგილზე ატარებენ ლექციებს.  ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ისე დავატრენინგოთ ხალხი, რომ 9-10 წლის შემდეგ, მათ იგივენაირად შეეძლოთ საერთაშორისოდ აკრედიტირებული პროგრამების შეთავაზება  მსურველებისთვის, როგორსაც ჩვენ ვთავაზობთ.
შეიძლება ითქვას, რომ კომპუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები  უნივერსალურია და  მნიშვნელობა არა აქვს, საქართველოში ხარ თუ კალიფორნიაში. მაგრამ ამავე დროს თითოეული კულტურა უნივერსალურია. ასე რომ,  ჩვენ თქვენაგან უნდა ვისწავლოთ, თუ რა არის აქ მისაღები და რისი კეთება შეუძლია ხალხს. ჩვენთვის თავის მხრივ გარკვეული შენაძენი იქნება ის,  რომ ჩვენი სტუდენტები, ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ. ჩვენც ძალიან ბევრ ახალს ვისწავლით რეგიონსა და გარემოზე ზოგადად. დღეს განათლება გლობალურია. ადამიანი ვერ ჩაითვლება განათლებულად თუ არ შეუძლია საუბარი სხვა ენაზე, არ იცის არაფერი სხვა ქვეყნის კულტურის შესახებ და სხვა.

სხვა სტატიები »