ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების გამოწვევები და პოტენციალი

29 აპრილი, 2015
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროექტ SSRULLI-ს პარტნიორებმა ევროპიდან და რეგიონიდან, ასევე საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების განვითარების მიზნით ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით მიმდინარე ტემპუსის სხვა ორი პროექტის კოორდინატორებმა.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო მომიჯნავე პროექტების პრეზენტაციებს და ერთობლივი სამომავლო მიზნების დასახვას, საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების რეგიონული ქსელის შექმნის იდეის პრეზენტაციას და შესაბამის დისკუსიას. კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების რეგიონული ქსელის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც რეგიონში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა იქნება და აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ პროექტ SSRULLI-ს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
SSRULLI-ს ხანგრძლივობა ორი წელია და პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საუნივერსიტეტო სტრატეგიები და რეგიონული რეკომენდაციები საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების შესახებ. ყოველ პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნება და დაინერგება მინიმუმ ერთი უწყვეტი განათლების კურსი. პროექტ SSRULLI-ს წარმდგენი და კოორდინატორია თსუ.

სხვა სტატიები »