ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ასისტენტ-პროფესორის საერთშორისო წარმატება

თსუ ასისტენტ-პროფესორის საერთშორისო წარმატება
20 მარტი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ვლადიმერ ასათიანი სანდრო ბოტიჩელის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა.

2015 წლის 1 მარტს (სანდრო ბოტიჩელის დაბადების დღეს) იტალიის სოციალურ-კულტურულ გამოცემათა ასოციაციამ ძმებ სალვატორე და ფრანჩესკო სავერიო რუსოების ფონდთან ერთად ვლადიმერ ასათიანს მიანიჭეს სანდრო ბოტიჩელის საერთაშორისო პრემია ორიგინალური სტილისტური ძიებებისთვის. ინფორმაცია პრემიის შესახებ გამოქვეყნდა ჟურნალ „ეფეტო არტეში“ და მის დამატება კატალოგში, რომელიც ჟურნალისა და ასოციაციის ეგიდით გამოვიდა.

გასულ წელს კი ვლადიმერ ასათიანი დაჯილდოვდა პრემიო დე მარჩით გამოფენისთვის „რეალობის ილუზია“. გამოფენა 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართა გალერეა დე მარჩში (ბოლონია, იტალია), რომლის ორგანიზატორი იყო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი „ტრევიზან ინტერნეიშენალ არტი“. ფერწერული ტილოები სერიიდან „სან ფისის“ (მზის ნაჭრები) დაიბეჭდა გამოფენის კატალოგში. გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო ასამდე მხატვარმა მთელი მსოფლიოდან.  რამდენიმე პრემირებული მხატვრის თითო ტილო გამოქვეყნდა „არტ ჟურნალში“.

2015 წლის 19 მაისს ვლადიმერ ასათიანს რომში ბრამანტეს დარბაზებში გადაეცემა „რომა იმპერიალეს“ პრესტიჟული საერთაშორისო პრიზი მხატვრული ტალანტისთვის, მნიშვნელოვანი სამხატვრო კარიერისთვის, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ხელოვნებისა და კულტურის სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს.
სხვა სტატიები »