ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ვისოლ ჯგუფმა“ თსუ სტუდენტებს სტიპენდიები გადასცა

„ვისოლ ჯგუფმა“ თსუ სტუდენტებს სტიპენდიები გადასცა
8 დეკემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ სტუდენტს კომპანია „ვისოლ ჯგუფმა“ სტიპენდია გადასცა.

კომპანია "ვისოლ ჯგუფსა" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ  დააწესა სპეციალური სტიპენდია 2000 ლარის ოდენობით.

 „ვისოლის" ინიციატივით წელს სტიპენდიატი შეირჩა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხეკურსელებს შორის (ბაკალავრიატის მე-7 სემესტრი). სტიპენდია გადანაწილდა ორ სტუდენტზე:  ცოტნე ჩიქოვანსა და გიორგი გურწიშვილზე. მათ შერჩევის მომენტისთვის აკადემიური მოსწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. თითოეული მათგანი მიიღებს 1000 ლარს. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე "ვისოლის" დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას, კომპანიის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პირადად დააჯილდოვა გამარჯვებული სტუდენტები.

„ვისოლსა" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ნიჭიერი და წარჩინებული სტუდენტების წასახალისებლად მომავალშიც გაგრძელდება.

სხვა სტატიები »