ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს ახალი წარმომადგენლობითი საბჭო ჰყავს

თსუ-ს ახალი წარმომადგენლობითი საბჭო ჰყავს
25 ნოემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტს  ახალი წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ჰყავს. არჩევნები თსუ-ში 12 ნოემბერს ჩატარდა და აკადემიურმა საბჭომ (მონაწილეობა მიიღო 105 წევრმა)  და 487-მა სტუდენტმა 4 წლის ვადით სენატის ახალი შემადგენლობა აირჩიეს. არჩევნებში თავდაპირველად 54 კანდიდატი მონაწილეობდა. თუმცა, კენჭისყრის შედეგად, 42 წევრი აირჩიეს. აქედან 14 სტუდენტია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სენატის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - პროფესორი უშანგი გოგინავა და ასოცირებული პროფესორი რამაზ ხომერიკი, პროფესორი ბეჟან თუთბერიძე, პროფესორი ლია მაჭავარიანი, პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი, პროფესორი მანანა ხაჩიძე; სტუდენტები - ბექა ბექაური და პაატა ბახტურიძე:  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი - ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბრაჭული, პროფესორი კახაბერ ლორია, ასოცირებული პროფესორი თამარ პაიჭაძე, პროფესორი ლევან გორდეზიანი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ოთხმეზური, ასოცირებული პროფესორი აპოლონ თაბუაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნანი გელოვანი; სტუდენტები თეონა მინდიაშვილი, ლაშა სამხარაძე, ანნა ჯებაშვილი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - ასოცირებული პროფესორი მარი წერეთელი და ასოცირებეული პროფესორი მანანა შამილიშვილი; სტუდენტები - ლევან ლორთქიფანიძე და შალვა საბაური: ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერბათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - ასისტენტ-პროფესორი ირინე ჟვანია და ასისტენტ-პროფესორი ნინო ჩახუნაშვილი, სტუდენტი ბექა დადეშქელიანი; ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი - აკადემიური პერსონალი - ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი, პროფესორი ნუგ-ზარ თოდუა, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე; სტუდენტები - ლია გორდეძიშვილი, თათია სოსიაშვილი, ანზორ ბერუაშვილი; მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი, პროფესორი პაატა იმნაძე და პროფესირი ნინო ოკრიბელაშვილი; სტუდენტი - გიორგი გიორგაძე; იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - ასოცირებული პროფესორი გიორგი თუმანიშვილი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ცისკაძე, პროფესორი ნონა თოდუა; სტუდენტები - ბახვა კვირიკაშვილი და ირაკლი კუპრაძე. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგელობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი.

წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად, 15 ნოემბერს გაიმართა. მას 39 წევრი და თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავაც ესწრებოდა.

სხდომაზე წევრების უფლებამოსილება ძალაში ოფიციალურად შევიდა. სენატის სპიკერის პოსტზე წარმოდგენილი იყო პროფესორ კახაბერ ლორიას კანდიდატურა (იგი წინა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერიც იყო). სხდომაზე დასახელდა ასევე მეორე კანდიდატიც - პროფესორი ლევან გორდეზიანი. კახაბერ ლორიას ღია კენჭისყრით სენატის 31 წევრმა დაუჭირა მხარი, ლევან გორდეზიანს კი - ორმა. სენატის 5 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. შესაბამისად, თსუ-ის წარმოამდგენლეობითი საბჭოს სპიკერად კახაბერ ლორიას კანდიდატურა დამტკიცდა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე განაცხადა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. განმეორებითი ტური მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის არჩვეისთვის გახდა აუცილებელი, რადდგან სამმა კანდიდატმა ხმების ერთი და იგივე რაოდენობა მიიღო.

„არჩევნებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა. არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კენჭისყრის დას-რულების შემდეგ არ დაფიქსირებულა არც გასაჩივრების ფაქტი, თუმცა გარკვეული გადაცდომები მაინც იყო. მაგალითად, სტუდენტები ცდილობდნენ მხარდამჭერების აღრიცხვას საარჩევნო ოთახების გარეთ და კომისიის  წევრებმა რამდენჯერმე მისცეს გაფრთხილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად, რექტორთან და  აკადემიურ საბჭოსთან ერთად წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის მართვითი ორგანოა.  წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავებს და, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით, განი-ხილავს უნივერსიტეტის წესდების, წესდების ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ამასთან, შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, აკადემიური საბჭოს მონაწი-ლეობით განიხილავს და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკი-ცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას, რაც აისახება უნივერსიტეტის წესდებაში. იგი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას, უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთე-ულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დებულებებს, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს. ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; უნივერსიტეტის სტრუქტურას, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების (სახელფასო ფონდის) ოდენობასა და პირობებს.

სხვა სტატიები »