ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ დოქტორანტების წარმატება

4 დეკემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუფინანსებს სწავლის გადასახადს, სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის წელს პირველად გასცა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება. კონკურსში შემოსული განაცხადები დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს.

კონკურსის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. დაფინანსებული 135 დოქტორანტიდან 60 თსუ-ის სტუდენტია, რაც საერთო დაფინანსებული განაცხადების 44% შეადგენს. გამარჯვებული პროექტების ჯამური ბიუჯეტია 902 197 ლარი. სტუ-დან დაფინანსდა 37 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 27%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 417 998 ლარი), ილიაუნი-დან 17 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 13%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 280 292 ლარი).
სხვა სტატიები »