ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ღია კარის დღე ქუთაისში

28 აპრილი, 2014
უკვე რამდენიმე წელია რაც თსუ “საბავშვო უნივერსიტეტი” სხვადასხვა პროექტების საშუალებით მთელი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო უნივერსიტეტს სკოლების მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს აცნობს.

იმის გაგება,  თუ კონკრეტულად რას სთავაზობს თსუ თავის სტუდენტებს და რა შესაძლებლობები აქვთ მათ განათლების მისაღებად თსუ-ში, ყველა დაინტერესებულს სხვადასხვა გზით შეუძლია. ერთ-ერთი, რეგიონებში პერიოდულად გამართული შეხვედრები და “ღია კარის” დღეებია, რომელსაც “საბავშვო უნივერსიტეტი” სისტემატურად მართავს. სულ ცოტა ხნის წინ “საბავშვო უნივერსიტეტის” წარმომადგენლები ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში იყვნენ. Uუახლოეს მომავალში კი გასვლა უკვე ქობულეთში იგეგმება.

გასული თვის ბოლოს ქუთაისში გაიმართულ  თსუ “საბავშვო უნივერსიტეტის” “ღია კარის” დღეზე უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტის პროფესორ_მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქუთაისელი აბიტურიენტების გარდა სპეციალურად ჩავიდნენ წყალტუბოს, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიის, ტყიბულისა და მარტვილის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

"უნივერსიტეტის კარი სწავლით დაინტერესებული ყველა მოსწავლისთვის ყოველთვის ღიაა. ჩვენი მიზანია, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები აღვნუსხოთ და შეძლებისდაგვარად, ხელი შევუწყოთ ცოდნის გაღრმავებაში. Gგარდა ამისა, გვსურს შევთავაზოთ მონაწილეობა უნივერსიტეტში გამართულ სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებში", _ განაცხადა შეხვედრაზე თსუ რექტორის მრჩეველმა, “საბავშვო უნივერსიტეტის” კოორდინატორმა მარინა ლომოურმა.Mმისი თქმით, საამისოდ სხვადასხვა აქტივობაა გათვალისწინებული. მაგალითად,  გაძლი-ერებული სასწავლო პროგრამით, ორკვირიანი საზაფხულო სკოლის ორგანიზება იმ სკოლის მოსწავლეებისთვის, ვისაც მათემატიკის მიმართულე-ბით კარგი მოსწრება აქვს. გარდა ამისა, “საბავშვი უნივერსიტეტის” წარმომდგენლების მიერ თსუ-ის ყოველწლიური ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ვიქტორინისთვის ერთ-ერთი ტურის  ქუთაისში ჩატარებაც იგეგმება. ეს ტური სპეციალურად დასავლეთ  საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებზე იქნება გათვლილი.

ნიჭიერ, მით უფრო ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეების მოძიებასა და მათთვის ხელშეწყობაზე, აქცენტი ამ შეხვედრაზე ტყუილად არ გაკეთებულა. განსაკუთრებით საინტერესო ამ მხრივ, აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისათვის თსუ რექტორის მოადგილის მარინე ჩიტაშვილის ინფორმაცია აღმოჩნდა. “ღია კარის” დღეზე მან უკვე არსებულის გარდა იმ საბაკალავრო პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც თსუ-ში მომავალი წლიდან ამოქმედდება. კერძოდ, როგორც მარინე ჩიტაშვილმა განმარტა, “საუბარია “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში, 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 3 ახალი პროგრამის გახსნაზე. პროგრამების _ კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოქიმია და ელექტრონული ინჟინერია, კურსადამთავრებულები თსუ-სა და აშშ-ის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ერთობლივ დიპლომს აიღებენ.” როგორც რექტორის მოადგილემ აღნიშნა, ასეთი დიპლომი შრომის ნებისმიერ ბაზარზე, მათ შორის უცხოურზე, თავისუფლად გასვლის შესაძლებლობას იძლევა. Mმარინე ჩიტაშვილის განმარტებით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ამ მიმართულებით ჩარიცხულ ნიჭიერ, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს საცხოვრებლის და სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებს.

ცნობისათვის, ქუთაისში გამართულ "ღია კარის" დღეზე, აბიტურიენტები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პარალელურად ყველაზე მეტად სწორედ ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტით დაინტერესდნენ.

თსუ წარმოამდგენლებთან საერთო დიდი შეხვედრის შემდეგ აბიტურიენტებს, მათ მშობლებსა თუ მასწავლებლებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კონკრეტული ფაკულტეტის წარმომადგენელი პროფესორისგან შეეძლოთ პასუხების მიღება. ყველაზე მეტი კითხვა საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების და დასაქმების პერსპექტივის შესახებ გაჩნდა. მათემატიკითა და კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესებულთა შორის კი ძალზე ბევრი გოგონა აღმოჩნდა.

"ჯერ არ ვიცი კონკრეტულად რა მიმართულებას ავირჩევ, მაგრამ მათემატიკა ნამდვილად მაინტერესებს და შესაბამისად მირჩევნია რომ რამე ამ კუთხით შევარჩიო. შეიძლება ეს კომპიუტერული მეცნიერებებიც იყოს, ვნახოთ”.  ამბობდა შეხვედრის შემდეგ ნინო მარტვილიდან. “ამ შეხვედრის შესახებ სკოლიდან გავიგე. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მსურს ჩავაბარო, ეკონომიკის ფაკულტეტი, მაკროეკონომიკა მაინტერესებს. კიდევ საერთაშორისო ურთიერთობები. მინდოდა გამერკვია ასევე რა პერსპექტივა არსებობს დასაქმების მხრივ. აქამდე ამ საკითხზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია მქონდა.Aკმაყოფილი ვარ, რადგან ახლა ეს ინფორმაცია უფრო შევავსე - თვლიდა დათო სამტრედიიდან. როგორც თავად ამბობს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში ახლა უკვე იცის ვის მიმართოს, რადგან საკონტაქტო ინფორმაცია უკვე აქვს.

სხვა სტატიები »