ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი თსუ-ში

31 მარტი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კამოეშის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ოქმს 2012 წლის 19 ოქტომბერს მოეწერა ხელი. მისი მიზანია ორ ქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავება, კერძოდ კი, პორტუგალიური ენის და კულტურის პოპულარიზაციის პროცესის ხელშეწყობა საქართველოში.

პორტუგალიური ენის კურსები თსუ-ში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო. მასზე მხოლოდ თსუ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები მიიღებიან. კურსს 2013 წლიდან თსუ კამოეშის ცენტრის ხელმძღვანელი, პორტუგალიელი პროფესორი ვერა პეიშოტო უძღვება. სამუშაო ენა ინგლისურია, სწავლება კი უფასოა. კურსის გავლის შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა. ისწავლება, როგორც ევროპული პორტუგალიური, ისე ბრაზილიური პორტუგალიური ენები. ცნობისათვის, იმის გამო, რომ სახელმძღვანელოები სტუდენტებისთვის საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ბეჭდური თუ ციფრული სასწავლო მასალებით მოსწავლეების უსასყიდლოდ უზრუნველყოფა თავად კაბინეტმა ითავა.

2014 წლისთვის თსუ-ში პორტუგალიურ ენას უკვე 70-მდე ადამიანი სწავლობს. როგორც კაბინეტის ხელმძღვანელი ვერა პეიშოტო აცხადებს, მსურველთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, კურსის 1 ეტაპის დასრულება საბოლოოდ 50-მდე მსმენელმა შეძლო. პროცენტულად მოსწავლეთა ძირითადი რაოდენობა იურიდიული და ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებზე მოდის. გაკვეთილები კვირაში ორჯერ, 2 საათის განმავლობაში, ძირითადად საღამოს საათებში ტარდება. ვერა პეიშოტო აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, პორტუგალიური ენით დაინტერესებულ თსუ სტუდენტებს კაბინეტის მიერ ორგანიზებიული გაკვეთილები კრედიტად ჩაეთვალოთ.

თსუ-ში გახსნილი პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი მხოლოდ პორტუგალიური ენის სწავლებით როდი იფარგლება. ხელმძღვანელთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ცენტრის ქართველი კოორდინატორი თენგიზ ბუაჩიძე არის ჩართული. პორტუგალიური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ცენტრმა, საქართველოში ბრაზილიის საელჩოსთან ერთად, თსუ-ში უკვე მოაწყო კინოჩვენება. სამომავლოდ ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები, მათ Oშორის - 25 აპრილს პორტუგალიაში დიქტატურის დამხობის იუბილესთან დაკავშირებით. ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბლოგს და ფეისბუქის გვერდს: პორტუგუესეატტსუ.წორდპრესს.ცომ; ფაცებოოკ.ცომ/პორტუგუესეატტსუ ეწვიონ.

სხვა სტატიები »