ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტებმა ოლიმპიადაში „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ გაიმარჯვეს

თსუ სტუდენტებმა ოლიმპიადაში „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ გაიმარჯვეს
17 დეკემბერი, 2013
თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება. ოლიმპიადაში „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ საუჯეთესო გუნდად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი  - გივი ლუაშვილისა და ზურაბ კაპანაძის შემადგენლობით დასახელდა.

ოლიმპიადა  8 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში დაიხურა. გამოცხადდა გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე,საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის რჩეული.

ფინანსურმა მხარდამჭერმა საუკეთესო გუნდად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი  დაასახელა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრიზიორები გახდნენ თსუ–ს სტუდენტი სალომე ჯოხაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თამარ სურმანიძე და გიგა ფარტენაძე. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

საუკეთესო მოსარჩელეებად დასახელდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი კონსტანტინე კოტორეიშვილი და თსუ-ს სტუდენტი სალომე ჯოხაძე, ხოლო საუკეთესო მოპასუხედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ზურაბ კაპანაძედა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა კვარაცხელია.

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის რჩეული გახდა თსუ-ს სტუდენტი გვანცა ხარებავა. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა კვარაცხელია კი საქართველოსახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებითგაივლის სტაჟირებას.
ფინანსურმა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ “IRZ”–მა გამარჯვებულ გუნდს მთავარი პრიზიგადასცა გამარჯვებულები მომავალ წელს გერმანიაში გაემგზავრებიან.

სხვა სტატიები »