ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

„დოიჩე ველეს აკადემიის“ სერტიფიკატების გადაცემა

„დოიჩე ველეს აკადემიის“ სერტიფიკატების გადაცემა
29 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 ნოემბერს ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელებს „დოიჩე ველე აკადემიის“ სერტიფიკატები გადაეცათ.

კვალიფიკაციის ამაღლების კურსის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებელები ახალ მედიაში გადამზადდნენ. მათი  მომზადება ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. გადამზადების შედეგად განახლდება ჟურნალისტიკის პროგრამების სილაბუსები, დაინერგება ინოვაციური სწავლების მეთოდები.
პროექტი განხორციელდა „დოიჩე ველე აკადემიის“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.ღონისძიებას „დოიჩე ველე აკადემიის“ ტრენერები და თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაესწრნენ.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, "მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. როცა პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ მსგავსი ხასიათის პროექტებში, ეს ორმაგად სასარგებლოა, რადგან მათ მიღებული ცოდნის სტუდენტებისთვის გადაცემის საშუალება აქვთ. ანუ ტრენინგებით პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტებიც ეცნობიან სიახლეებს. დარწმუნებული ვარ, ყველა გადამზადებული პედაგოგი წარმატებული იქნება სასწავლო პროცესში. თუმცა, მიღებული ცოდნის მთავარი შემმოწმებელი სტუდენტობაა.“

„ტრენინგის მიზანი სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვა იყო. თსუ პროფესორ-მასწავლებლები ძალიან კმაყოფილები არიან ტრენინგებით. მომავლისთვის დაგეგმილია ახალი პროექტები“- აღნიშნა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიამ გერსამიამ.

„დოიჩე ველე აკადემიის“ ტრენერმა ტორსენ კაიმ ტრენინგში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა. „ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკითხები გავიარეთ - როგორ ვასწავლოთ და რა ვასწავლოთ სტუდენტებს მულტიმედიის სფეროში. იმედია, შევძელით ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ეს ტრენინგი სასარგებლო იქნება არა მარტო პროფესორ-მასწავლებლებისთვის, არამედ მთლიანად უნივერსიტეტისთვის,“- აღნიშნა ტორსენ კაიმ.
 
სხვა სტატიები »