ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"ზამთრის უნივერსიადა 2020"-ზე თსუ სტუდენტებმა 4 საპრიზო ადგილი მოიპოვეს

"ზამთრის უნივერსიადა 2020"-ზე თსუ სტუდენტებმა 4 საპრიზო ადგილი მოიპოვეს
28 თებერვალი, 2020
25-27 თებერვალს ბაკურიანში ჩატარდა ზამთრის უნივერსიადა სათხილამურო კროსსა და გიგანტურ სლალომში. 
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს თსუ სტუდენტებმა: მარიამ ჩაჩუამ, ანა ჩართოლანმა, გივიკო კახეთელიძემ და ლაშა კურტანიძემ. 

სათხილამურო კროსში გოგონებში საპრიზო, მეორე ადგილი დაიკავა  ანა ჩართოლანმა, ვაჟებში კი საპრიზო, მესამე ადგილი -  ლაშა კურტანიძემ

გიგანტურ სლალომში გოგონებში მესამე ადგილი  ანა ჩართოლანმა დაიკავა, ვაჟებში მეორე ადგილზე  ლაშა კურტანიძე გავიდა. 

საპრიზო ადგილების მფლობელებს საჩუქრად გადაეცათ მედლები, სიგელები და მაღაზია "მაგელანის" ვაუჩერები.
სხვა სტატიები »