"ზამთრის უნივერსიადა 2020"-ზე თსუ სტუდენტებმა 4 საპრიზო ადგილი მოიპოვეს
28 თებერვალი, 2020
25-27 თებერვალს ბაკურიანში ჩატარდა ზამთრის უნივერსიადა სათხილამურო კროსსა და გიგანტურ სლალომში.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს თსუ სტუდენტებმა: მარიამ ჩაჩუამ, ანა ჩართოლანმა, გივიკო კახეთელიძემ და ლაშა კურტანიძემ.
სათხილამურო კროსში გოგონებში საპრიზო, მეორე ადგილი დაიკავა
ანა ჩართოლანმა, ვაჟებში კი საპრიზო, მესამე ადგილი -
ლაშა კურტანიძემ.
გიგანტურ სლალომში გოგონებში მესამე ადგილი
ანა ჩართოლანმა დაიკავა, ვაჟებში მეორე ადგილზე
ლაშა კურტანიძე გავიდა.
საპრიზო ადგილების მფლობელებს საჩუქრად გადაეცათ მედლები, სიგელები და მაღაზია "მაგელანის" ვაუჩერები.