ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტურმა კაპელამ მუსიკისა და ცეკვის VIII საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა

თსუ სტუდენტურმა კაპელამ მუსიკისა და ცეკვის VIII საერთაშორისო ფესტივალზე  გრან-პრი მოიპოვა
27 სექტემბერი, 2019
თსუ სტუდენტურმა კაპელამ მუსიკისა და ცეკვის VIII საერთაშორისო ფესტივალზე  გრან-პრი მოიპოვა.  საბერთძნეთში, ქალაქ პარალიაში გამართულ ფესტივალზე Music & Sea  საქართველო პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ  წარადგინა. 
როგორც თსუ სტუდენტური კაპელას ქორმაისტერმა, ლაშა მიროტაძემ გვითხრა ამ ეტაპზე  გუნდი ეროვნული კონკურსისთვის ემზადება, სამომავლო გეგმებში კი   ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტიც იგეგმება. 
„საბერძნეთში მიღწეული წარმატება მე ვთვლი, რომ არის უმინშვნელოვანესი. პირველად მივიღეთ მონაწილეობა კონკურსში საზღვარგარეთ და შევძელით გამარჯვება, ავიღეთ გრან-პირი. ემოცია უსაზღვროდ დიდი იყო, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს სახელი გავიტანეთ მის ფარგლებს გარეთ ასეთი წარმატებით, მეორეც კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, ევროპის თითქმის ყველა წამყვანი საგუნდო მუსიკის ქვეყნიდან იყვნენ კოლექტივები წარმოდგენილი,  მიუხედავად ამისა ჩვენ გვერგო მთვარი პრიზი. ასევე ჩვენ ვასახელეთ ჩვენი კაპელა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მ ჩვენ ვაგრძელებთ ზრდასა და განვითარებას, გაორმაგებული ძალებით. საბერძნეთში წარმოდგენილი ჟიურის, რომელშიც დღეისათვის წამყვანი დირიჟორები და ქორმაისტ ერები იყვნენ,  მიწვევით ვგეგმავთ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობას ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, გარდაამისა ვემზადებით ეროვნული კონკურსისთვის, რომელიც გაზაფხულზე მეექვსედ გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით.ასევე ვემზადებით არასაკონკურსო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის...
მინდა მადლობა გადავუხადო თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს საგუნდო საზოგადოებას და მის დამფუძნებელს, ჩემს პედაგოგოსა და ჩვენი კაპელის კონსულტანტს  ქ-ნ ლიანა ჭონიშვილს,“ - ამბობს ლაშა მიროტაძე.

სხვა სტატიები »