ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ-ს სტუდენტებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში ოქროს მედლები მოიპოვეს

თსუ-ს სტუდენტებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში ოქროს მედლები მოიპოვეს
16 მარტი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლუკა გაბუნიამ და გიორგი დვალმა ქალაქ ათენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდსა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში (GPA GPA-D ვერსიით) ოქროს მედლები მოიპოვეს.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა ლუკა გაბუნიამ, რომელიც გამოდიოდა GPA-ს ვერსიით 125 კგ. წონით კატეგორიაში, მოიპოვა ორი იქროს მედალი ძალისმიერ სამჭიდსა და ორჭიდში. ორჭიდში მან დაამყარა ევროპის რეკორდი 20 წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში. ხოლო ძალისმიერ სამჭიდში შეასრულა სპორტის ოსტატის ნორმატივი და მიიღო სპორტის ოსტატის წოდება.

ასევე ორი ოქროს მედალი მოიპოვა თსუ ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა გიორგი დვალმა ღია ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც გამოდიოდა GPA-D-ს ვერსიით (90 კგ).


სხვა სტატიები »