ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მწვრთნელს ათლეტიზმში საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

თსუ მწვრთნელს ათლეტიზმში საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
27 თებერვალი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვრთნელს ათლეტიზმში ზურაბ ჭავჭანიძეს საქართველოში ძალისმიერი სამჭიდის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის და ქართული ძალისმიერი სამჭიდის სკოლის ჩამოყალიბებისათვის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ბრძანებით საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

ზურაბ ჭავჭანიძე 1973 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვრთნელი ათლეტიზმში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ათლეტიზმში 1990 წლიდან, სპორტის დამსახურებული მოღვაწე 2014 წლიდან, ათლეტიზმის დამსახურებული ოსტატი 1998 წლიდან, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი 2013 წლიდან, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, ამავე დროს იგი არის მეცნიერებათა  დოქტორი 1994 წ, პროფესორი 1996 წ, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1996 წ.

2013 წლამდე ზურაბ ჭავჭანიძე იყო საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი ათლეტიზმში. 2013 წლიდან ზურაბ ჭავჭანიძე დაინიშნა საქართველოს ძალისმიერი სამჭიდის ეროვნული ალიანსის ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად.

2001 წელს იგი დასახელდა XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად ათლეტიზმში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2008, 2009, 2010, 2011 წლებში საქართველოს ათლეტიზმის ეროვნული ნაკრები ზურაბ ჭავჭანიძის ხელმღვანელობით გუნდური ჩემპიონი გახდა. 2016 წლის სექტემბერში მსოფლიო თასის გათამაშებას თბილისმა უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა გუნდმა I ადგილი დაიკავა.

ზურაბ ჭავჭანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2003, 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2013 წლებში, ევროპის ჩემპიონი - 2014 და 2015 წლებში, მსოფლიო თასის მფლობელი - 2015 და 2016 წლებში. მოპოვებული აქვს 20 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე, 6 ოქროს მედალი - ევროპის ჩემპიონატზე, დამყარებული აქვს მსოფლიოს 40 რეკორდი. მის აღზრდილებს ამ წლების განმავლობაში მოპოვებული აქვთ 160-ზე მეტი მედალი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.


სხვა სტატიები »