ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ ფუტსალის გუნდის მორიგი წარმატება

თსუ ფუტსალის გუნდის მორიგი წარმატება
21 ივლისი, 2016
თსუ ფუტსალის გუნდმა ევროასპარეზზე მორიგ წარმატებას მიაღწია. ფუტსალის სტუდენტურ ჩემპიონატზე უნივერსიტეტელები ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდნენ და ასპარეზობის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე თსუ ფუტსალის გუნდმა ჩეხეთის (UNIVERSITY OF OSTRAVA) უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა 6:1; პორტუგალიის (UNIVERSITY OF MINHO) უნივერსიტეტის გუნდთან მინიმალური სხვაობით 3:2 წააგო და გამანადგურებელი ანგარიშით - 15:3 დაამარცხა მასპინძელი ქვეყნის - ხორვატიის (UNIVERSITY NORTH) გუნდი.

16 ივლისს,  ხორვატიის ქ.  ზაგრებში დაიწყო ფუტსალის სტუდენტური ჩემპიონატი, სადაც ევროპის მასშტაბით 22 გუნდი იღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები »