ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს კალათბურთის გუნდი სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გახდა

თსუ-ს კალათბურთის გუნდი სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გახდა
24 ივნისი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა 24 ივნისს, ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში გამართულ სტუდენტური ლიგის ფინალში გაიმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა. სტუდენტური ლიგა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ფინალური შეხვედრა თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდებს შორის გაიმართა, სადაც თსუ-მ დაამარცხა მოწინააღმდეგე ანგარიშით: 66:52.

თსუ-ს სახელით ვულოცავთ ჩვენს მოთამაშეებს გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ!
სხვა სტატიები »