ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

საქართველოს ფუტსალისა და სტუდენტური ფუტსალის ლიგის გამარჯვებულები თსუ-ს გუნდები არიან

საქართველოს ფუტსალისა და სტუდენტური ფუტსალის ლიგის გამარჯვებულები თსუ-ს გუნდები არიან
10 ივნისი, 2016
საქართველოს ფუტსალის საფეხბურთო სახეობაში ივნისის თვეში ორი ჩემპიონი გამოვლინდა:   საქართველოს ფუტსალისა    და   სტუდენტურ ფუტსალის ლიგის გამარჯვებულები თსუ-ს გუნდები არიან.

ფუტსალის ლიგის 2016 წლის ფინალში უნივერსიტეტის გუნდი მოქმედ ჩემპიონს "სტუ-თელასს" შეხვდა და 1-0 დაამარცხა.

თამაში სპორტის სასახლეში გაიმართა. მატჩს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის გუნდს კუთვნილი ოქროს მედლები და თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM -ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ გადასცა.

თამაშის ბოლოს დასახელდნენ საუკეთესო მოთამაშეები თსუ-დან:   საუკეთესო მეკარის ტიტული ალექსანდრე ჯამბურიამ მოიპოვა, საუკეთესო თავდამსხმელად ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა სიგუნავა დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ნიკვაშვილი.

თსუ ფუტსალის გუნდმა ფინალის ჩათვლით ყველა თამაში მოიგო, გუნდი 1 თვეში განაახლებს ვარჯიშებს და ევროპის ფუტსალის ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანი დავით ბობოხიძე ასე იხსენებს გამარჯვების ისტორიას:

„საქართველოს ფუტსალის ლიგა ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო. ჩვენი გუნდი ათი წელია,რაც არსებობს, მეც დაარსების დღიდან აქ ვთამაშობ, ამ დროის განმავლობაში ყველა არსებული ტურნირის   გამარჯვებულები გავხდით, ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონობა იყო და ათი წლის თავიც სწორედ ამ ტიტულით დავაგვირგვინეთ. გუნდის წევრები   მხოლოდ   ფეხბურთით ვართ დაკავებულები. მე პირადად, სამხატვრო აკადემიის ფუტსალის გუნდის მწვრთნელი ვარ, მივაღწიეთ უკვე გარკვეულ წარმატებებსაც.   თითოეული ჩვენგანი,რითიც შეგვიძლია   ახალგაზრდებს   ვეხმარებით და    აქტირუად ვართ ჩართული ამ სპორტის პოპულარიზაციაში.

მიუხედავად იმისა,რომ თამაშს დანაკლისებით შევხვდით,ფინალში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ სტუ- თელასს. დაძაბული თამაში იყო და ბოლო წამებზე შევძელით გოლის გატანა.   ჩემპიონატისთვის დიდიხანი ვემზადებოდით,რაც როგორც შედეგში,ისე სხვა თამაშებშიც აისახა - ფინალის ჩათვლით ყველა თამაშში გავიმარჯვეთ.

ჩვენ გამარჯვებაში განსაკუთრებულად დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ხელმძღვანელს ირაკლი ხარჯევანიძეს,ექიმს მამუკა კვანტალიანს და მწვრთნელს   ბესო არველაძეს, მადლობა ამ ადამიანებს ჩვენი გუნდისგან. თითოეულ ჩვენგანს არაფერი დაუშურებია ამ წარმატებისთვის.   მადლობას ვუხდით ასევე თსუ სპორტისა და კულტურის ადმინისტრაციას,რომელიც მუდმივად მხარში გვიდგას.

ფინალი ემოციური იყო იმ მხრივაც,რომ პირველად ვნახე სავსე დარბაზი,   მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელშიც ჭარბობდნენ თსუ სტუდენტები. მათმა ხმაურმა, აქტიურობამ სხვებიც   აიყოლია. ყველანაირი პირობა გვქონდა იმისთვის შექმნილი,რომ გაგვემარჯვა და გავიმარჯვეთ კიდეც.

შემდეგი ეტაპი არის ის,რომ ჩვენი გუნდი,როგორც საქართველოს ჩემპიონი უეფას ფუტსალის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. დავიწყეთ ვარჯიში და ყველანაირად ვეცდებით,რომ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და უნივერსიტეტი ევროპულ სარბიელზე“.   

თსუ სტუდენტური ფუტსალის გუნდის ჩემპიონიც გახდა. სტუდენტური გუნდი დაძაბულ ფინალში სტუ-ს შეხვდა. თსუ სტუდენტური ფუტსალის გუნდის კაპიტანი მიხეილ თევზაძე ამბობს, რომ: „ამ ჩემპიონატში თსუ-მ ბოლოს 3 წლის წინ გაიმარჯვა და წელსაც მოიპოვა გამარჯვება. ფინალამდე საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდა: ყველა   მათგანი   მოვიგეთ, მხოლოდ ერთი ვითამაშეთ ფრე. ჩემპიონატის მიმდინარეობისას აღვნიშნავდით,რომ ყველაზე ძლიერი და კარგი გუნდი სხვა გუნდებს შორის სწორედ სტუ იყო. მათ შევხვდით ფინალამდე, 2-0-ს ვაგებდით,თუმცა 4-3 გავიმარჯვეთ.   გამარჯვებისთვის მაქსიმალურად ვიყავით მოტივირებულები, უკლებლივ ყველა მოთამაშემ ძალიან კარგად ითამაშა,   ჩვენს მეკარეს ტრანმვა ჰქონდა,თუმცა ჩვენი ექიმის დამსახურებით ამას ხელი არ შეუშლია.   ძალიან დიდი მადლობა თსუ-ს სპორტის დეპარტამენტს და თვითმმართველობას, რომელსაც   გულშემატკივრებთან ერთად, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს გამარჯვებაში.

ამ გამარჯვების შემდეგ ბუნებრივია,რომ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის, დავიწყეთ უკვე ვარჯიშები. 16 ივლისს დაიწყება ათდღიანი ტურნირი ხორვატიაში და მოტირივირებულები ვართ. მხოლოდ მონაწილეობისთვის არ მივდივართ, მივდივართ გამარჯვებისთვის“.

სხვა სტატიები »