ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ სტუდენტი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

თსუ სტუდენტი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
1 ივნისი, 2016
თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში, ძალოსნობაში თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა პირველი ადგილი დაიკავა. ირაკლი თანიაშვილმა, როგორც მის წონაში, ისე აბსოლუტურშიც მოიპოვა გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში,  რომელსაც IPშUშ-ს ფედერაცია  მართავდა, ჩატარდა ქალაქ სტამბულში 19-23 აპრილს. კონკურსი გაიმართა ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ძალისმიერ სამჭიდში, ორჭიდში, ბიცეფსზე წონის აწევაში და ა.შ
თსუ იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ირაკლი თანიაშვილი ასე იხსენებს გზას შეჯიბრებამდე:  
„სანამ  ამ დიდ შეჯიბრზე მოვხვდებოდი დაკავებული ვიყავი ტრენაჟორებზე ვარჯიშით და ერთ დღეს მეგობარმა მირჩია, რომ მონაწილეობა მიმეღო შეჯიბრში  „საქართველოს სტუდენტებს შორის ძალოსნობაში“ და მეც გადავწყვიტე გავსულიყავი შეჯიბრზე.
 პირველი შეჯიბრი გამარჯვებით დასრულდა, ვაღარებ კონკურენცია ნამდვილად იყო. სულ ცხრანი ვიყავით ჩემ წონით კატეგორიაში. ეს შეჯიბრიც IPშUშ-ს ორგანიზებით, განხორციელდა და ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ირაკ¬ლი აკვირდებოდა სპორტსმე¬ნებს, რომელთაც სამომავლოდ მიიწვევდა თურქეთში, ევროპის ჩემპიონატზე. ეს ეტაპიც წარმატებით გადავლახე და თურქეთში ჩემი ვიზიტიც წარმატებულად დამთავრდა.
იურიდიული ფაკულტეტის I კურსის  სტუდენტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაკულტეტი ძალიან დიდ შრომას მოითხოვს ვარჯიშისთვის თავის დანებება არასდროს მიფიქრია. ვარჯიში ჩემთვის ანტიდეპრესანტია, რომელიც არასდროს მიშლის ხელს სწავლაში. ამიტომ მიზეზი, რომ ვარჯიშისთვის დრო არ აქვთ ტყუილია, რადგან დღეში საათნახევარი – ორი საათი ყოველთვის შეიძლება გამონახო.
ადამიანმა გონების განვითარებასთან ერთად სხეულიც უნდა განივითაროს, რაც მის ცხოვრებას წაადგება და უფრო ენერგიულს გახდის. თურქეთში გამგზავრება მარტივი არ ყოფილა. მგზავრობა მოითხოვდა, არც თუ ისე, პატარა ხარჯებს. ჩემი სურვილი, გავსულიყავი თსუ-ს სახელით და მიმეღო მონაწილეობა, დაგეგმა და განახორციელა თსუ-ს თვითმმართველობამ, კერძოდ, სპორტის დეპარტამენტმა რომელთაც რეკომენდაცია გამიწიეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
შეჯიბრზე ბევრი კონკურსანტი იყო, მათ შორის, რამდენიმე ცნობილი ბოდიბილდერიც, მინდოდა რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეკეთებინა, უნივერსიტეტი ღირსეულად წარმედგინა და ეს გამომივიდა.
თსუ-ს სტუდენტებს მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეთ უნივერსიტეტის იმედი. ის მაქსიმალურად ყველას შეუწყობს ხელს მიაღწიონ მიზნებს. ზარმაც სტუდენტებს მათ შორის ჩემ ბევრ მეგობარსაც ვურჩევ, რომ დაიწყოთ ფიქრი თქვენს მომავალზე, ბევრს ერთულება ეს გზა, მე კი მათ მინდა ვუთხრა, რომ  ეს ერთგვარი გამოცდაა თუ როგორ გარდაქმნათ და როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ჯანსაღი ცხოვრება ხომ ჯანმრთელი მომავლის წინაპირობაა.“ – ამბობს იგი.

სხვა სტატიები »