ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა 2015"

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა 2015"
5 ოქტომბერი, 2015
მეშვიდე წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომპანია „ჯეოსელთან“ ერთად თავის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ლიტერატურულ პროექტს - „შემოდგომის ლეგენდა“ ატარებს. ამ პერიოდში არაერთი საინტერესო ავტორი აღმოჩნდა, არაერთმა სტუდენტმა გაიმყარა საკუთარი ლიტერატურული შესაძლებლობების რწმენა, პირველი სერიოზული სამწერლო ნაბიჯები გადადგა.

ამჯერადაც კონკურსის ირგანიზატორები საქართველოს მასშტაბით ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ახალ კონკურსში, რომლის დევიზიც წელს არის „კიბის ეფექტი“.

„თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“. - ნათქვამია ორგანიზატორთა მოწოდებაში.

წელს ლეგენდის ფინალურ ტურს ყვარელში, ილიას ტბის პირას მდებარე ქართული შატო - როიალ ბატონი უმასპინძლებს. გაატარეთ შემოდგომის სამი დაუვიწყარი დღე კახეთში, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს.

ლიტერატურულმა კონკურსმა სტარტი 14 სექტემბერს აიღო და ორ ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური. მონაწილეობის მსურველებმა, 11 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გამოაგზავნოთ:
პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია;
შევსებული ანკეტა.

უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:
I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის  სიმბოლო;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.

სხვა სტატიები »