ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ფუტსალის გუნდი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის მფლობელია

თსუ ფუტსალის გუნდი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის მფლობელია
27 იანვარი, 2015
თსუ ფუტსალის ნაკრებმა 2014 წელს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.  25 დეკემბერს გაიმართა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშების ფინალი ფუტსალში, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაამარცხა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი პენალტების სერიაში.

უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩამოყალიბდა 2007 წელს და წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში. ფუტსალის გუნდი მონაწილეობას იღებს ტურნირში საქართველოს პირველობისთვის, სადაც 2011-2012 წლის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს თასის მფლობელი გახდა

თსუ-ს ფუტსალის გუნდი ბენდელას თასის მფლობელიცაა. 2012 წელს თსუ-ს გუნდმა III ადგილი დაიკავა ესპანეთში, ქალაქ კორდობში გამართულ ევროპის   უნივერსიადაზე. აღსანიშნავია, რომ გუნდის 6 წევრი ამავე დროს საქართველოს ფუტსალის ნაკრები გუნდის წევრია, ხოლო მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძე საქართველოს ნაკრებს წვრთნის.

პირველ ეტაპზე გუნდის წევრების შერჩევა მათი შესაძლებლობების შემოწმებით ხდება, რეგისტრაციის გავლა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს.

სხვა სტატიები »