ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გრაკლიანის გორაზე ღია ცის ქვეშ მუზეუმი შეიქმნება

29 სექტემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გრაკლიანის არქეოლოგიური ობიექტი მოინახულეს, რომელსაც ორიოდე დღის წინ ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციტივით, გრაკლიანის გორაზე ღია ცის ქვეშ მუზეუმი შეიქმნება.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა.

ადგილზე გამოვლენილია ძვ.წ.აღ.IV-I ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი კომპლექსი, საკულტო ნაგებობები, სამარხები, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლის და ოქროს ნივთები-საყოფაცხოვრებო და საბრძლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები.

სხვა სტატიები »