ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ქალი ძველი სახლიდან" - თსუ-ს სტუდენტის პირველი წარმატება

„ქალი ძველი სახლიდან" - თსუ-ს სტუდენტის პირველი წარმატება
28 ოქტომბერი, 2014
საერთაშორისო კინოფესტივალზე -  „სესილი", საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში თსუ-ს სტუდენტმა გაიმარჯვა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტის იზა თითბერიძის ფილმი  „ქალი ძველი სახლიდან"  ჟიურიმ საუკეთესოდ დაასახელა.

„ფესტივალ "სესილიზე" პრიზის აღება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი და სასიხარულო იყო, რადგან ეს იყო პირველი პრიზი, რომელიც ჩემმა ფილმმა აიღო. ვფიქრობ, ფილმმა მოწონება ორიგინალური გადაწყვეტისთვის მიიღო, რაც იმას გულისხმობს, რომ მასში არაა დიალოგები და ჩანაფიქრი მხოლოდ ქმე-დებითაა გამოხატული," - ამბობს გამარჯვებული სტუდენტი-რეჟისორი.

მოკლე ფილმების (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური)  მეათე საერთაშორისო ფესტივალში ქართველებთან ერთად უცხოელი რეჟისორებიც მონაწილეობდნენ. სელექციის შედეგად  10 ნომინაციაზე სულ  75 ფილმი შეირჩა.

ფილმის „ქალი ძველი სახლიდან" ქრონომეტრაჟი 5 წუთია. ფილმის რეჟისორი, მემონტაჟე და სცენარის ავტორია იზა თითბერიძე, ოპერატორია ბესარიონ ორმოცაძე, პროდიუსერია ნინო გელოვანი, როლებში - თამარ მამულაშვილი, გიორგი ჭელიძე, თორნიკე ხუროშვილი. ფილმი შექმნილია თსუ კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების ბაზაზე.

„თავდაპირველად მუშაობა დავიწყე დოკუმენტურ ფილმებზე და უნივერსიტეტის პროფესორების პორტრეტებზე, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონ დარეჯან თვალთვაძის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. მესამე კურსზე სწავლის პერიოდში კი დამავალეს დამეწერა სცენარი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გადავწყვიტე, ფილმში არ ყოფილიყო არც დიალოგი და არც მონოლოგი. ფილმს, რომელიც გადავიღე, ეწოდება "ქალი ძველი სახლიდან" და მასში ასახულია მარტოსული ქალის რუტინული ცხოვრება. ის ყოველდღე აკეთებს ერთსა და იმავეს იმისთვის, რომ თავის საყვარელ ადამიან-თან იყოს ახლოს, მიუხედავად იმისა, რომ ის მასთან ერთად აღარ არის," - ასე იხსენებს გამარჯვებული იზა თითბერიძე ფილმის შექმნის ისტორიას.

როგორც წარმატებული დებიუტანტი რეჟისორი გვიყვება, მიუხედავად იმისა, რომ   ბავშვობიდან იტ-ცებდა კინო  და ტელევიზია,  აბიტურიენტობისას გადაწყვიტა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჰუმანიტარული ფაკულტეტის 32 საბაკალავრო პროგრამის ჩამონათვალის გადახედვისას არჩევანი ბავშვობის ოცნების ახდენის სასაგრებლოდ გააკეთა: 
 „ჩამონათვალის ნახვისთანავე გადავწყვიტე, რომ ბავშვობის ოცნება ამეხდინა და ავირჩიე კინო-ტელე ხელოვნების მიმართულება. ამ სპეციალობაზე სწავლის გასაგრძელებლად გავიარე შემოქმედებითი ტური და დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ პროგრამაზე ვსწავლობ. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მიმართულების ხელმძღვანელია მერაბ კოკოჩაშვილი - ერთ-ერთი უდიდესი ქართველი რეჟისორი, ჩემი უშუალო პედაგოგები კი სანდრო ვახტანგოვი, ნინო გელოვანი და ბესო ორმოცაძე, რომლებიც დიდი პროფესიონალიზმითა და გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩევიან," - აღნიშნავს თსუ მე-4 კურსის სტუდენტი.

იზა თუთბერიძეს გადაწყვეტილი აქვს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,  სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამაზე მხატვრული კინოს რეჟისურის განხრით - საზღვარგარეთის რომელიმე უნივერსიტეტში. თუმცა, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლას არ გეგმავს. როგორც თვითონ აცხადებს, უნდა თავისი მომავალი ფილმები საქართველოში გადაიღოს. კარიერას რაც შეეხება, სწავლის დამთავრების შემდეგ, აპირებს გადაიღოს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები და წარმატებას  მიაღწიო სარეჟისორო საქმიანობაში.

„კინო-ტელე ხელოვნების მიმართულებაზე სწავლა სტუდენტისაგან მოითხოვს კრეატიულობას, შრომისმოყვარეობას, ინტელექტს და მოტივაციას. იზა გამოირჩევა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და, რაც მთავარია, ამბავს ყვება შემოქმედებითი წარმოსახვით. ის  აქ ეუფლება კინოს ენას. ჩვენთვის სასიხარულოა, როცა სტუდენტი მონდომებულია და აქვს სურვილი შექმნას რაიმე ფასეული. მე მჯერა, რომ იზა თა-ის სიტყვას  ღირსეულად იტყვის, რადგან მას აქვს სურვილიც და უნარიც იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს, - ასე ახასიათებს წარმატებულ სტუდენტს მისი პედაგოგი და ფილმის პროდიუსერი ნინო გელოვანი.

ფილმი  „ქალი ძველი სახლიდან"  პირველად მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე "ამირანი", შემდეგ კი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე "სესილი". ამჟამად ფილმი გაგზავნილია ბულგარეთის სტუდენტურ ფესტივალზე, სელექციის შედეგი თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები »