ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რუსთაველის თეატრს შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რუსთაველის თეატრს შორის
1 ივლისი, 2014
9 ივნისს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ მოაწერეს ხელი.    

მემორანდუმის თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო-კვლევით პროექტებს; ერთმანეთში გაცვლიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციას; გააღრმავებენ და ოფიციალურად დააფიქსირებენ მზადყოფნას საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.    

მემორანდუმს ხელი პროექტის „სტურუას შექსპირის სამყაროს“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში მოეწერა. ღონისძიებაზე რობერტ სტურუა შეხვდა თსუ სტუდენტებს და აკადემიურ საზოგადოებას. შეხვედრაზე ისაუბრეს სტურუას შექსპირულ ინტერპრეტაციებზე, გაიმართა დისკუსია. პროექტი „სტურუას შექსპირის სამყარო“ უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო გამოფენები, დისკუსიები, სპექტაკლების ვიდეოჩვენება. პროექტის ავტორი და მოდერატორია თსუ ფილოლოგიის დოქტორი დავით მაზიაშვილი.

სხვა სტატიები »