ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ქალ ფრენბურთელთა გუნდი ჩემპიონია

27 იანვარი, 2014
თსუ ქალ ფრენბურთელთა გუნდი საუკეთესო აღმოჩნდა 5-18 დეკემბერს  საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართულ საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატში.

ჩემპიონატში მოინაწილე 8 უნივერსიტეტის გუნდს შორის თსუ-მ პირველი ადგილი დაიკავა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდი ოფიციალურად 2010 წელს ჩამოყალიბდა, ამჟამად უნივერსიტეტში ქალთა და ვაჟთა ფრენბურთის ნაკრებები მოღვაწეობენ, გოგონათა გუნდმა ყარსში გამართულ ამიერკავკასიის უნივერსიადაში სამჯერ მონაწილოებისას სამივე ჯერზე პირველი ადგილი დაიკავა.

თსუ-ს ფრენბურთელთა ნაკრებს საქართველოს უნივერსიადაზე ასევე სამჯერ აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, ხოლო 2011-2012 წლის სეზონზე და ასევე 2012-2013 წლის სეზონზე საქართველოს ჩემპოიონატში 8 გუნდიდან მე-4 ადგილი დაიკავა. 2013 წელს ქვიშის ფრენბურთის ტურნირზე პირველად თსუ-ს გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.    სტუდენტური გუნდი 25 მოთამაშისგან შედგება, რომელთა შერჩევაც ხდება კონკურისის საფუძველზე ხდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი თამარ დიდებაშვილი.

ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რომელიც თსუ-ს კულტურასა და სპორტში გააჩნია. დეტალური ინფორმაცია სტუდენტებისთვის ამ მიმართულებებით არსებულ შესაძლებლობებზე შეგიძლიათ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე იხილოთ ან თსუ კულტურისა და სპორტის "ფეისბუკის" გვერდზე გაიგოთ.

სხვა სტატიები »