ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ნონა წოწერია

დოქტორი სახელმწიფო პოლიტიკის დარგში, ექიმი.  კავკასიის უნივერსიტეტი, ჯანდაცვის მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი. სამაგისტრო კურსების “ჯანდაცვის სისტემების და დაფინანსების პოლიტიკა”, “გლობალური ჯანდაცვა” მასწავლებელი.  არის 4 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მიღებული აქვს ორი გრანტი, არის სამხრეთ მეინის უნივერსიტეტის კურსამთავრებულთა და  ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი. მუშაობდა სამხრეთ მეინის უნივერსიტეტის, მასკის სახელობის სახელმწიფო სამსახურის სკოლაში, პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდროფ ვილსონის სკოლის და კიოლნში სხვადასხვა კვლევით თანამდებობაზე. 

კონცეფცია

რექტრობის კანდიდატი ნონა წოწერია დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში უნივერსიტეტში „ბრძნული მართვის“ აუცილებლობაზე საუბრობს. ამ ბრძნული მართვის დასანერგად აუცილებლად მიიჩნევს შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას: სად ვართ? ვასწავლით იმ სპეციალობებს, რომელიც უნდა ვასწავლოთ? ვაწარმოებთ მნიშვნელოვან კვლევებს? არის სწავლების ხარისხი საუკეთესო? არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შესაფერისი საუკეთესო ხარისხის მისაღწევად? რა არის ხელის შემშლელი ფაქტორები? შემდეგი ნაბიჯი მიზნის განსაზღვრაა - ანუ სად გვინდა ვიყოთ? მას შემდეგ, რაც განისაზღვრება მიზანი, გასარკვევია როგორ მივიდეთ ამ მიზნამდე? რა დრო დაგვჭირდება? როგორი სტრუქტურა? როგორ მოვიპოვოთ ფინანსები? როგორ შევინარჩუნოთ საუკეთესო კადრები? კანდიდატის აზრით, უნივერსიტეტის რექტორმა უნდა შეასრულოს კატალიზატორის როლი უნივერსიტეტის ტრანსფორმაციის პროცესში და მან მთელი უნივერსიტეტი უნდა შემოიკრიბოს ამ მიზნის მისაღწევად. 

პროგრამა - სრული ვერსია