ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ცირა ბარამიძე

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2006 წლიდან დღემდე კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი და ხელმძღვანელი. 1990 წლიდან დღემდე თსუ თანამშრომელი სხვადასხვა თანამდებობაზე. არის კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესის, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის “კავკასიოლოგიური ძიებანი” დამაარსებელი. გახლავთ 80-მდე ნაშრომის, მათ შორის 4 წიგნის ავტორი. იყო თსუ ორი მოწვევის წარმომადგენლობითი საბჭოს და თსუ წესდების შემდგენი კომისიის წევრი. გახლავთ მრავალი საერთაშორისო კონფერენციის, კონგრესის და სიმპოზიუმის მონაწილე. ხელმძღვანელობს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებულ გრანტს. 

კონცეფცია

ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, დამოუკიდებლობა, აკადემიურობა, ფუნდამენტურობა და ინოვაციურობა რექტორობის კანდიდატ ცირა ბარამიძისთვის უნივერსიტეტის იდეის მთავარი განმსაზღვრელია. იგი კონცეფციის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ: „უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა“. 
პირველი თავი კონცეფციაში იმ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ერთგულებას ეთმობა, რომლის საფუძველზეც დაფუძნდა ქართული უნივერსიტეტი. თავისუფლება, აკადემიურობა, ფუნდამენტურობა (ფუნდამენტური მეცნიერებების მხარდაჭერა) და ინოვაციურობა კონცეფციის შემდეგი თავებია. პროგრამაში საუბარია ტენუარის პრინციპის დანერგვაზეც; ახალი, თანამედროვე ტიპის კორპუსების და კამპუსის მშენებლობის იდეაზე; სტუდქალაქის აღდგენაზე; ეროვნული ინსტიტუტების ბაზის სრულყოფაზე; უფასო დოქტორანტურის მხარდაჭერაზე; სტუდენტთა რეგისტრაციის პროცედურების დახვეწაზე; წარმომადგენლობითი, აკადემიური და რეგენტთა საბჭოების ფუნქციების გადახედვაზე; სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერაზე და ა.შ. 

პროგრამა - სრული ვერსია