ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მერაბ ცაგარელი

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ივ ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფიზიოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. ტკი-ვილის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგე. 2009 წლამდე იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 9 გრანტის ხელმძღვანელი, მთავარი შემსრულებელი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 1980 წლიდან. Aარის მრავალი საერთაშორისო თუ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წევრი. მათ შორის: ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO), ფსიქოფიზიოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის, ევროპის ნეირო-მედიცინის საზოგადოებათა ფედერაციის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკის ასოციაციის, ევროპის ტვინის ინიციატივების ალიანსის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების სწავლული მდივანი და ა.შ.Aარის 22 საერთაშორისო ფორუმისა და გრანტის მონაწილე. კითხულებდა ლექციებს როჩესტერის, კალიფორნიის, უფსალის უნივერსიტეტებში. არის “Neurophysiology, Spinger” რედკოლეგიის წევრი, ორი წიგნის რედაქტორი. გახლავთ 160-ზე მეტი ნაშრომის (აქედან 2 მონოგრაფიის, 70 სტატიის და 90 თეზისი) ავტორი. 

კონცეფცია 

მერაბ ცაგარელი კონცეფციის განხილვას ფინანსებზე საუბრით იწყებს, რადგან „საკმარისი ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე უნივერსიტეტის განვითარება“. კონცეფციაში მხარდაჭერილია უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ქცევა. აქვე იმედია გამოთქმული, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტს 50 პროცენტით დააფინანსებს, რისი ნაწილიც პროფესორთა ხელფასის და სტუდენტთა სტიპენდიის ზრდას მოხმარდება; კონცეფციაში ამ კონტექსტში უნივერსიტეტის მეგობართა და კურსდამთავრებულთა ერთობის შექმნაზეც არის საუბარი; კონცეფციაში აღნიშნულია უნივერსიტეტის დეცენტრალიზაციის აუცილებლობა; აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კამპუსის მშენებლობის მხარდაჭერა; ლექტორთა და სტუდენტთა შორის თანაფარდობის დარეგულირება _ სწავლების ხარისხის ასამაღლებლად; თვალსაჩინოების თანამედროვე საშუალებების გამოყენების აუცილებლობა; ასევე საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართვა კვლევაში; სავალდებულო საგანთა გაზრდა; არასაუნივერსიტეტო ცენრებთან ინტეგრაცია; ევროპული ESTC სერთიფიკატის მოპოვება და ა.შ. ცალკე თავები აქვს მიძღვნილი უმაღლესი პროფესიული სკოლისა და კვლევის განვითარებას; საერთაშორისო კავშირებს; ბიბლიოთეკების განვითარებასა და თსუ გამომცემლობის სრულყოფას. კონცეფციაში კულტურასა და სპორტზეც არის საუბარი, საბოლოო მიზნად კი დასახულია 2020 წლისთვის თსუ-ს ქცევა ევროპის საგანმანათლებლო სივრცის სრულფასოვან წევრად. 

პროგრამა - სრული ვერსია