ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ილია თავხელიძე

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისAასოცირებული პროფესორი. 2005-2006 წლებში თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. თსუ-ში მუშაობს 1980 წლიდან. Aარის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ილია ვეკუას პრემიის ლაურეატი. “Softec 99” მეორე პრემიის ლაურეატი. უკრაინის მათემატიკოსთა კონგრესის ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის მემო-რიალური მედლის მფლობელი. გახლავთ 72 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1988-2008 წწ სამი Mმათემატიკური ჟურნალის რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და ტექნიკური რედაქტორი. “Mathematical Review”-ს რეფერენტი და ამერიკული საზოგადოება AMS-ს წევრი. გახლდათ ჰაიდელბერგის, კიოლნის, ვილნიუსის, სალერნოს და რომის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. არის არაერთი საერთაშორისო და რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი.

კონცეფცია

ილია თავხელიძის კონცეფცია შესავალშივე გვამცნობს, რომ - უნივერსიტეტში უნდა გაგრძელდეს მუდმივი ზრუნვა და სხვადასხვა ფორმის ძიება სტუდენტის ერთი მხრივ, დარგის თანამედროვე პროფესიონალად და, მეორე მხრივ - პასუხისმგებელ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის. კიდევ ერთი მისია, რომელიც უნივერსიტეტმა იკისრა, ესაა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების ჰარმონიულად შეთანხმებით, დემოკრატიულ იდეალებზე დაყრდნობით, ქვეყნის საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება. მეცნიერს მიაჩნია, რომ ყველა წამოჭრილი პრობლემის გადაჭრის პროცესი უნივერსიტეტში მშვიდ, აკადემიურ გარემოში უნდა წარიმართოს. უნივერსიტეტის მისიისა და ახალი მოთხოვნების შესაბამისად, მისი აზრით, სამი მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა: სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი პროცესის სრულყოფისთვის; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად და საუნივერსიტეტო ცხოვრების მხარდასაჭერად. კონცეფციაში განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული კურსდამთავრებულთა დასაქმების, სტუდენტების კვლევაში ჩართულობის, სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლების, აკადემიური თავისუფლების და ა.შ. მხარდაჭერაზე. საუბარია ასევე თსუ-ში ახალ საპენსიო პოლიტიკაზე; უნივერსიტეტელებთან ურთიერთობის ახალ აქტიურ ფორმებზე, უნივერსიტეტის დამსახურების გამო მისთვის სპეციალური კანონის მომზადებაზე და ა.შ. კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოების ნდობის გაზრდა და უნივერსიტეტის ცხოვრების წესის სამაგალითოდ ქცევა კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. 

პროგრამა - სრული ვერსია