ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ვლადიმერ პაპავა

თსუ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი. იყო ეკონომიკის მინისტრი, პარლამენტარი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი; არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბიროს, მრჩეველთა საბჭოს წევრი. სოციალური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო საბჭოს წევრი. 1994-2000 მსოფლიო ბანკის ალტერნატიული ბანკის მმართველი.  არის 343 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (აქედან 34 გამოქვეყნებულია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში). გახლავთ რამდენიმე სამცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის და საერთაშორისო ეკონომიკური საზოგადოების წევრი (აშშ), შედარებითი ეკონომიკური ასოციაციის წევრი (იტალია) სამეფო ეკონომიკური საზოგადოების წევრი (გაერთიანებული სამეფო).  ამას გარდა, კიდევ 12 სოლიდური საერთაშორის ორგანიზაციის წევრი. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფ. გოგიჩაიშვილის სახ. პრე-მია. საქართველოს სახელმწიფო პრემია. საქართველოს განათლების სამინისტროს ეკონომიკური პრემია. 

კონცეფცია

ვლადიმერ პაპავა კონცეფციას უნივერსიტეტის ავტონომიაზე საუბრით იწყებს - „უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს აკადემიური თავისუფლება, აკადემიური მიუკერძოებლობა და აკადემიური ხარისხი, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის ავტონომიურობის განმტკიცება, რაც მიზან-შეწონილია დაეყრდნოს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს 2013 წლის 18 ივნისის დეკლარაციას „უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკა-დემიური თავისუფლების პრინციპების შესახებ“ - ნათქვამია პროგრამაში. 
წარმატებული უნივერსიტეტის წინაპირობე-ბის შესაქმნელად კი კანდიდატს შემდეგი "რეცეპტი" აქვს: ნიჭიერი სამეცნიერო-პედა-გოგიური კადრების კონცენტრაცია; სათანადო დაფინანსება; მოქნილი მმართველობა.
კონცეფციაში დეტალურად არის განხილული ტენუარის პრინციპი და მისი მიღების პერს-პექტივა; აღნიშნულია, რომ იგი უნდა ეფუ-ძნებოდეს საერთაშორისო გამოცდილებასა და უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ შესა-ძლებლობებს; აქვე საუბარია ფაკულტეტების რეორგანიზაციის აუცილებლობაზე; სტუდენტთა მეტ ჩართულობაზე სწავლების ხარისხის შეფასების პროცესში; საგანგებო ყურადღებაა გამახვილებული სახელმძღვანელოებით უზრუნ-ველყოფაზე; საბიბლიოთეკო სისტემის სრულ-ყოფაზე; ცნობილი პროფესორების მოწვევის მნიშვნელობაზე უცხოეთიდან; საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებაზე; კვლევის გაძლიერებაზე. საგანგებოდაა აღნიშნული სამმაგი სპირალის პრინციპის და-მკვიდრების აუცილებლობა (უნივერსიტეტი, სახელმწიფო, ბიზნესი); ნათქვამია, რომ საჭიროა უნივერსიტეტის ფაკულტეტების და შესაბამისი პროფილის ინსტიტუტების თანამშრომლობით დაიწყოს ერთობლივი კვლევითი პუბლიკაციების გამოცემა; კონცეფციაში გაჟღერებულია პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შექმნის იდეა, რომლის საფუძველზეც, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, უნივერსიტეტი კონკურსის საფუძველზე შესთავაზებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დოქტორებს 2-3 წლიან კონტრაქტებს; კონცეფციაში გაანალიზებულია უნივერსიტეტის დაფინანსება _ ერთ სტუდენტზე გათვლით და აღნიშნულია, რომ აუცილებელია ყველა არსებული რესურსის მოძიება ამ თანხების გასაზრდელად და ა.შ. 
და ბოლოს - კონცეფციას რექტორობის კანდიდატი უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნის იდეის მხარდაჭერით ასრულებს. 

პროგრამა - სრული ვერსია