ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მარინა მუსხელიშვილი

დოქტორის აკადემიური ხარისხი (მექანიკისა და მეცნიერების კანდიდატი). არასამთავრობო ორგანიზაციის, “საზოგადოების კვლევის ცენტრი” დირექტორი. აქვს თსუ-ში მუშაობის თექვსმეტწლიანი სტაჟი, 2010-2012 წწ. თსუ მოწვეული ლექტორი. არის 46 სამეცნიერო შრომის, აქედან 1 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი. 10 წლის განმავლობაში გახლდათ არა ერთი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის და 22 საგრანტო პროექტის მონაწილე. Uსაერთაშორისო ორგანიზაცია MUMR (Unite Mixte de Recherche In French) Development and society, a joint research unit of University of Paris I Pantheon –Sorbone in association with IRD-ის ასოცირებული წევრი. გახლავთ “საზოგადოების კვლევის ცენტრის” მიერ ორგანიზებული მრავალი სემინარის საორგანიზაციო საბჭოს წევრი. “საზოგადოება და პოლიტიკა”, სკც რედაქტორი 2010. კითხულობდა სალექციო კურსს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსის სტუდენტებისთვის. კითხულობდა ლექციებს კოლუმბიის, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის უნივერსიტეტებში, სენტ-ლუისში. 

კონცეფცია

მარინა მუსხელიშვილი დღევანდელ საქართველოში თსუ-ს განსაკუთრებულ როლს აკისრებს _ კანდიდატი კონცეფციის შესავალშივე აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულების სირთულეების მიუხედავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობა და გავლენა არ დაკნინებულა. ადრე არსებული სამეცნიერო-სასწავლო სტრუქტურების რღვევის ფონზე, მან კვლავ ინიციატივა თავის თავზე უნდა აიღოს. თსუ-თი უნდა დაიწყოს ცოდნისა და განათლების შექმნა/წარმოების, გავრცელებისა და თაობიდან თაობაზე გადაცემის სისტემის მოწესრიგებისა და განახლების ახალი ტალღა _ მიაჩნია ავტორს. შესაბამისად, კონცეფციაში წარმოდგენილია არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ _ მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხედვა. ცალკე თავი აქვს მიძღვნილი სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის ურთიერთობას, მათ შორის _ კვლევების ხელშეწყობის კუთხით. ამასთან, კონცეფციის ავტორის აზრით, განათლების სისტემის რეფორმირება თავის თავზე სწორედ უნივერსიტეტებმა უნდა აიღონ. ცალკე თავი ეძღვნება სისტემის საბაზისო საჭიროებებს, ინფრასტრუქტურას, რესურსების სინერგიას. აქ აქცენტებია გაკეთებული ბიბლიოთეკების, სახელმძღვანელოების, აკადემიური გამოცემების, სამეცნიერო-კვლევითი დონის ამაღლების მხარდაჭერაზე; კონცეფციაში საუბარია ტენუარის პრინციპზე და აქვე აღნიშნულია, რომ ტენუირებული პროფესორისთვის განსაკუთრებული სტატუსისა და წამყვანი როლის მინიჭება ჯერ კიდევ არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს კონტროლი ამ პროფესურის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. კანდიდატი აღნიშნავს იმასაც, რომ აკადემიური სივრცე გახსნილი უნდა იყოს სიახლისთვის და ცვლილებებისთვის. კონცეფციაში წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტენსიფიკაციაზე; ფაკულტეტების კონფიგურაციის მოდიფიცირებაზე; ინტერდისციპლინური მიმართულებების გაძლიერებასა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების დამკვიდრებაზე; საბოლოო ჯამში კი იმაზე, რომ „იმ სტუდენტების ცოდნა და განათლების დონე, რომლებსაც უნივერსიტეტი გამოუშვებს, მეტად შესაბამისი იყო სამუშაო ბაზრის მოთხოვნებისა“. 

პროგრამა - სრული ვერსია