ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მანანა ხაჩიძე

ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ-ში. არის თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბ-ჭოების წევრი. სამაგისტრო პროგრამის “ინფორმაციული ტექნოლოგიები” ავტორი და ხელმძღვანელი. საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, როკფელერის საერთაშორისო ფონდის პროგრამის წევრი. საერთაშორისო ორგანიზაციის “International Council for Science: Committee on Data for Science and Technology“ საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი. არის საქართველოს სპელეოლოგთა კავშირის გამგეობის წევრი. არაერთი საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილე. 4 საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 

კონცეფცია

მანანა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი ეყრდნობა სამ ძირეულ ცნებას: სტუდენტი-პედაგოგი-მკვლევარი, რომელთა ცალ-ცალკე განხილვა ლიდერის პოზიციების გასამაგრებლად და მსოფლიო საუნივერსიტეტო სივრცეში ღირსეული (და არა 5000-ს ქვემოთ) ადგილის დასაკავებულად წარმოუდგენელია. კონცეფციაში გაცემულია პასუხები კითხვაზე, რას უნდა აძლევდეს უნივერსიტეტი ამ სამეულს, რომ მან მიღოს შესაბამისი უკუგება? კანდიდატს მიაჩნია, რომ თსუ სტრუქტურა მეცნიერებასა და განათლების რეფორმის ერთ-ერთ წარუმატებელ გამოვლენას წარმოადგენს; ფაკულტეტთა გა-მსხვილება კი არალოგიკური იყო და უარ-ყოფითად აისახა მრავალ საუნივერსიტეტო პროცესზე. შესაბამისად, კანდიდატი რექტორად არჩევის შემთხვევაში, სტრუქტურის გადახედვას გეგმავს - საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა აზრის გათვალისწინებით. მანანა ხაჩიძე ასევე გადაჭარბებულად მიიჩნევს მტკიცებას იმის შესახებ, რომ თსუ მთავარი სამეცნიერო ცენტრია საქართველოში; იგი ამბობს, რომ ამ სტატისტიკაში უმთავრესი დამსახურება შემოერთებულ ინსტიტუტებს აქვთ; აქვე საუბრობს კვლევის გაძლიერებაზე, ასევე მის ინტერნაციონალიზაციაზე, რათა საქართველომ დაიწყოს „ტვინების“, ანუ ნიჭიერი სპეციალისტების ატრაქტორის როლის შესრულება. ბოლოს კანდიდატი ამბობს, რომ არც ის კარგი და დადებითი უნდა დაიკარგოს, რაც ამჟამად მიმდინარეობს თსუ-ში. 

პროგრამა - სრული ვერსია