ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გიორგი ქავთარაძე

წმ. ანდრია პირველ-წოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, ისტორიის დოქტორი. 13 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობდა 4 სამეცნიერო საგრანტო პროექტსა და არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში. არის ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის ფრიადოსნების სტიპენდიანტი.

კონცეფცია 

გიორგი ქავთარაძე შესავალ სიტყვაშივე ამბობს, რომ მისი კონცეფცია ე.წ. დვალის კომისიის პრინციპებს ეფუძნება. აკადემიური თავისუფლება, აკადემიური მიუკერძოებლობა და აკადემიური ხარისხი მისთვისაც უნივერისტეტის საძირკველია. 
კონცეფციაში დიდი ნაწილი ეთმობა ტენუარის სისტემას, ამ სისტემაში აკადემიური პერსონალის როლსა და აკადემიურ თვითმმართველობას, რომელიც მთელი რიგი ახალი სტრუქტურების შექმნას გულისხმობს; საუბარია იმაზეც, რომ ტენუარის პრინციპზე გადასვლა „შოკური თერაპიის“ გარეშე უნდა მოხდეს. კონცეფციაში ცალკე თავები აქვს მიძღვნილი კვლევასა და უნივერსიტეტის დაფინანსების გზებსა და სახეებს - მათ შორის სახელმწიფო, გრანტულ თუ კერძო დონორებისა თუ სტუდენტების მიერ დაფინანსებას; კადრების რეკრუტირების თემას ტენუარის სისტემაში; დეტალურად არის განხილული ტენუირებული კონტიგენტის სელექციის საკითხები, გამორჩეული პროფესორისა და დამსახურებული ლექტორის პოზიციების დანერგვის თემა და ა.შ. 

პროგრამა - სრული ვერსია