ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

დავით გოცირიძე

2009 წლიდან დღემდე თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი. გახლავთ სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ISAPL-ს (International Society of Apllied Psycholinguistics) პრეზიდენტი, МАРПРЯЛ-ის Международная ассоциация преподавателей русского языка и литературы) პრეზიდიუმის წევრი. FIPLV-ის (International Federation of Language Teacher Associations) წევრი და საქართველოს მულტილინგვური ასოციაციის წევრი. თსუ სადისერტაციო საბჭოების წევრი 2001 წლიდან. Aარის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 20-ზე მეტი კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, 80-მდე საერთაშორისო და რეგიონული კონფერენციის და 4 გრანტის მონაწილე. გახლავთ მულტილინგვური ასოციაციის ჟურნალ “Homo Loguenes”-ის რედაქტორი, რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. მიღებული აქვს პუშკინის საერთაშორისო მედალი. ლენინგრადის უნივერსიტეტის სამეცნიერო და თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პრემიები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. გახლდათ ფლორენციის, საარბრიუკენის, გოტლანდის, სანკტ-პეტერბურგის, ამსტერდამის, ვარშავის, იენის და ბაქოს სლავური უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. 

კონცეფცია 

დავით გოცირიძე თავის კონცეფციაში ყურადღებას ამახვილებს უნივერსიტეტის როლზე თანამედროვე გლობალიზაციის პროცესში; რექტორის საქმიანობაში მთავარ პრიორიტეტებად კი თვლის: აკადემიური, სამეცნიერო-ორგანიზაციული, საკადრო და ფინანსურ-ეკონომიკური ავტონომიურობის მიღწევას; ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და დამაგრებას; შეღავათიანი საგანმანათლებლო კრედიტების ფართოდ დანერგვასა და განათლების ხარისხის ამაღლებას; ინოვაციური აქტივობის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას; საზოგადოებასთან ურთიერთობას, დისტანციურ განათლებას, დახმარებისა და კონსულტაციების ცენტრების შექმნას; არაქართულენოვანი მოსახლეობის საქართველოს სოციალ-პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრირებას; უნივერსიტეტის თანამედროვე საინფორმაციო სტრუქტურის შექმნას; სამე-ცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციას. დავით გოცირიძე საუბრობს შესაძლო რისკებზე და მათი დაძლევის სავარაუდო გზებზე, რომელთა შორისაცაა აკადემიური საბჭოს როლის ზრდა; ფაკულტეტებისა და სხვა სტრუქტურების განვი-თარების გეგმების სრულყოფა და ა.შ.

პროგრამა - სრული ვერსია