ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მედეა ჩუხუა

განათლების მეცნიერებათა დოქტორი, 11 საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიის ავტორი, არის ევროპელ მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციის (ERA) წევრი. აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში, ბიზნესის და მართვის ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში “თბილისი”. 

კონცეფცია

მედეა ჩუხუა მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზანია გახდეს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წარმატებული წევრი და ამ სივრცეში ღირსეული ადგილი დაუმკვიდროს ეროვნულ სამეცნიერო ტრადიციებს. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება: მაღალზნეობრივი, კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი საერთაშორისო სტანდარტის დონის კადრის მომზადება; კანდიდატი ყურადღებას ამახვილებს სამეცნიერო და სასწავლო პროცესების ერთიანობის აუცილებლობაზე; სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ურთიერთობის მნიშვნელობაზე; სოციალურ პოლიტიკაზე, რომელიც კურსდამთავრებულთა დასაქმების პროგრამის შექმნას, დიპლომის შემდგომი გადამზადებისა და ქართული ენის შემსწავლელი ცენტრების შექმნასაც გულისხმობს; ცალკე თავი აქვს მიძღვნილი მართვის დემოკრატიულ მოდელსა და საკადრო პოლიტიკას, რომელიც დეტალურად არის განხილული.

პროგრამა - სრული ვერსია